ფლორენტინო პერესი ფული თუ მადრიდის "რეალი"?

მინდა ვისაუბრო ფლორენტინო პერესზე და მის შეცდომებზე.


ფლორენტინო პერესი

ფლორენტინო პერესი გუნდში პირველად მოვიდა 2000 წელს და 2006 წლამდე ის მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი იყო. 2006 წლიდან კი ფლორენტინო რამონ კალდერონმა შეცვალა. კალდერონს არც ისე ცუდად წაუვიდა საქმე, მაგრამ 2009 წელს გადაწყვიტეს პერესი დაებრუნებინათ და ასეც მოხდა. ჩემი აზრით ფლორენტინო არც ისე კარგად უძღვება გუნდს. მისი შეცდომები უკვე ამაზრზენი ხდება. მადრიდელთა პრეზიდენტს გუნდზე მეტად ფული ადარდებს და ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ "რეალი" ჯერ-ჯერობით მეორეა. არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, მაგრამ დღესდღეობით გუნდს ასეთი პრეზიდენტი არ სჭირდება. მოდით განვიხილოთ მისი შეცდომების ტოპ 3-ეული.

3.არიენ რობენი

არიენ რობენი დაიბადა ჰოლანდიაში ქალაქ ბედუმში. მან ფეხბურთის კარიერა 16 წლისამ გუნდ "გორინგენში" დაიწყო. იქ ორი წელი საკმაოდ წარმატებულად დაჰყო და ამის შემდეგ ორი წლით "პსვ-ში" გადაბარგდა. მისი თამაში ყველას აღაფრთოვანებდა. ორივე სეზონში, ჯამში: 52 თამაშში 17 გოლი გაიტანა. ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი, რომ რობენი ერთ-ერთმა გრანდმა ლონდონის "ჩელსიმ" შეიძინა. ჩელსიდან კი არიენი მადრიდის "რეალში" გადაბარგდა. იქ მან ორი სეზონი დაჰყო და 52 თამაშში 11 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ უკვე ის მიუხენნის "ბაიერნში" გადაბარგდა 38 თამაშში 28 გოლის გატანა შესძლო. ზუსტად ეს ბოლო შედეგი მეტყველებს იმაზე თუ როგორი შეცდომა დაუშვა ფლორენტინო პერესმა რობენის გაყიდვით! ვიდეო არიენ რობენზე: ძალიან კარგი ვიდეოა!

2.სამუელ ეტო'ო

სამუელ ეტო'ო დაიბადა კამერუნში, ქალაქ ნ'კონში. მან თავისი კარიერა კლუბ "ლეგანესში" დაიწყო, სადაც ერთი სეზონი დაჰყო და 28 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა. ეს შედეგი არც ისე კარგია, მაგრამ სამუელი მადრიდის "რეალმა" შეიძინა. ამ დროს გუნდის პრეზიდენტი ლორენსო სანსი იყო, რომელიც გუნდს სათავეში 1995 წლიდან 2000 წლამდე ედგა. სამუელმა ორ სეზონში 3 მატჩი ჩაატარა და ვერცერთი გოლის გატანა ვერ შესძლო, ამიტომაც ის გაიყიდა და "მალიორკაში" ხუთი წლით გადაბარგდა. მან 125 მატჩში 54 გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ კი სამუელი კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც ასევე 5 სეზონი დაჰყო და 144 მატჩში 109 გოლის გატანა მოახერხა. "ბარსელონაში" გატარებული 5 სეზონის შემდეგ, ეტო'ო "ინტერში" გადაბარგდა, სადაც 62 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა. ვიდეო სამუელ ეტო'ოზე: დააჭირეთ!

1.ვალტერ ადრიან სამუელი

სამუელი დაიბადა არგენტინაში, ქალაქ ფირმატში. მისი კარიერა ბოკა ხუნიორში დაიწყო საიდანაც "რომაში" გადავიდა. ვალტერი არაჩვეულებრივ თამაშს აჩვენებდა ზუსტად ამით აღაფრთოვანა პერესი და მადრიდის "რეალში" თავისი ადგილი დაიკავა. მან 30 თამაშში 2 გოლი გაიტანა და არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში, მაგრამ ფლორენტინომ წასვლის წინ 23 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი 18 მილიონად "ინტერს" მიჰყიდა მან იქ 6 არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა და ახლაც სწორედ ამ კლუბში აგრძელებს ის თამაშს. დღეს სამუელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.ვიდეო სამუელზე: დააჭირეთ აქ! dle 10.1

  • Svanjkee
  • 14 ივლისი 2011
  • 3180

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)