რამოსი: "ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას გულშემატკივრებისგან"

როგორც იქნა სერხიო რამოსმა სრულად მოიშუშა ტრავმა და ნელ-ნელა უბრუნდება ოპტიმალურ ფორმას. ესპანურმა გამომცემლობებმა AS-მა და El Larguero - მ ვრცელი ინტერვიუ აიღეს მისგან.


- თქვენ არ გითამაშიათ უკვე 3 თვეა...

- შვებულების 10 დღე იყო გასული, როდესაც მე ტკივილი ვიგრძენი, გადავწყვიტე დასვენება გვერდზე გადამედო და სამედიცინო შემოწმება გამევლო, აღმოჩნდა რომ სერიოზული დაზიანება მქონდა.

- ახლა თავს უკეთ გრძნობთ?

- დიახ, შედარებაც არ შეიძლება. აქამდე ტრავმა მტანჯავდა, ახლა კი სრულ მზადყოფნაში ვარ და იმედი მაქვს მალე ჩავდგები ოპტიმალურ ფორმაში.

- შარშან უფრო კარგად იყავით თუ წელს?

- წინა სეზონში ძალიან გადაღლილი ვიყავი, ვინაიდან მე მქონდა მომქანცველი სეზონი მადრიდის რეალთან ერთად და შემდეგ ესპანეთის ნაკრებთან ევრო 2008-ზე, ამიტომ სეზონს გამოფიტული შევხვდი. მართალია ამ ზაფხულშიც მივიღე მონაწილეობა კონფედერაციის თასზე, თუმცა მისი მასშტაბები ევროპის ჩემპიონატისაგან ძალზედ განსხვავდება.

- გულშემატკივრებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ თითქოსდა შარშან ბოლომდე ვერ მოახერხეთ თქვენი შესაძლებლობების წარმოჩენა.

- წინა სეზონში თითქმის ერთიდაიგივე ფეხბურთელები გამოდიოდნენ მოედანზე და დასვენების საშუალება არ გვქონდა, ამიტომ ყველანი გადაღლილები ვიყავით, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი როტაციას მიმართავს რაც ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლოა.

- რომელ პოზიციაზე თამაშს აპირებ უპირატესობას დაცვის ცენტრში თუ მარჯვენა ფლანგზე?

- მარჯვენა ფლანგზე თამაში უფრო მიზიდავს, ვინაიდან როდესაც ცენტრში ვთამაშობ უნდა "ავიყვანო" ჩემი ოპონენტი და მეტი არაფერი, ფლანგზე თამაშისას კი მიწევს შეტევაში ჩართვაც და ეს ძალიან მსიამოვნებს და თამაშში საშუალოდ 12-13 კილომეტრს დავრბივარ.

- მადრიდის რეალს ნახევარდაცვის ფლანგებზე შესანიშნავი ფეხბურთელები ყავს...

- დიახ, ითამაშო კრიშტიანო რონალდოსა და კაკას უკან ძალიან დიდი სიამოვნებაა, აგრეთვე რაული და ბენზემაც იწევენ უკან და ეხმარებიან ნახევარდაცვას. არ უნდა დაგვავიწყდეს გრანერო, რომელიც შეტევასთან ერთად დაცვაშიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ შეტევაში ჩართვა გსიამოვნებთ...

- დიახ, მიყვარს შეტევაში წასვლა, მაგრამ ამას მაშინ ვაკეთებ, როდესაც ვიცი რომ ჩემი თანაგუნდელები დატოვებული პოზიციას დააზღვევენ. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებ კარგად ვფიქრობ.

- რა მოხდა გასულ სეზონში, როდესაც განიცადეთ კრახი ბარსელონასთან ანგარიშით 2:6?

- ეს იყო ლა ლიგის გადამწყვეტი ეპიზოდი. ამ მატჩში უნდა გარკვეულიყო გააგრძელებდა თუ არა მადრიდის რეალი ბრძოლას ჩემპიონობისათვის. ბლანკოსის გულშემატკივრებს მუდამ მწარედ ემახსოვრებათ ეს მარცხი, მაგრამ ფეხბურთი შესანიშნავი სპორტია, ვინაიდან ყოველთვის გაძლევს რევანშის აღების საშუალებას. მიმდინარე სეზონში მინიმუმ 2 მატჩი გვაქვს ბარსელონასთან და ვეცდებით, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

- მადრიდის რეალის გულშემატკივართა უმრავლესობას კვლავ სჯერა, რომ ბარსელონა ვერ მოახერხებდა ლა ლიგის მოგებას თუ თქვენ იმ მატჩში გამარჯვებას მოიპოვებდით...

- ფეხბურთელებიც ასე ვფიქრობთ. იმიტომ რომ ისინი იბრძოდნენ ორ ფრონტზე, თუმცა სამწუხაროდ ის მატჩი ჩვენტვის დრამატული შედეგით დასრულდა.

- ანრიმ თქვენ იმ მატჩში პატარა ბავშვივით მოგატყუათ რამოდენიმეჯერ, კიდევ გსურთ მასთან "ანგარიშის გასწორება"?

- რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო როდესაც ასე ადვილად გატყუებენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანრი არის ძალიან სწრაფი, ტექნიკური და გამოცდილი ფეხბურთელი.

- ეტოო თუ იბრაგიმოვიჩი?

- ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეტოო უფრო სწრაფია, პრესინგიც უფრო კაგად გამოსდის, აგრეთვე მოძრაობს უფრო მობილურად და იტანს უფრო მეტ გოლს, თუმცა ზლატანთან შედარებით ნაკლებად პროდუქტიულია საჯარიმოში ყოფნისას. ეტოო მუდამ აწუხებდა მცველებს, იბრაგიმოვიჩი კი პოზიციურად უფრო კარგად თამაშობს. რაც არ უნდა იყოს ბარსელონას ისეთივე კარგი შემადგენლობა ჰყავს როგორც შარშან.

- მაგრამ მადრიდის რეალი შარშანდელისგან ძალიან განსხვავდება...

- არანაირად, ჩვენ კვლავ უნდა გამოვასწოროთ გუნდური თამაში და დავიბრუნოთ პრესტიჟი ევროპაში. თუმცა არის ერთი ცვლილება რეალმა ყველა პოზიცია მაღალკვალიფიცირებული ფეხბურთელებით გააძლიერა.

- როგორ მიდის გუნდის შენება?

- ძალიან კარგად, ნელ-ნელა ყველა პოზიციაზე თამაშის ხარისხი ოპტიმალურს უახლოვდება და აგრეთვე გაამართლა პელეგრინის როტაციის გეგმამ, რომელიც საშუალებას აძლევს ფეხბურთელებს დაისვენონ და არ დაიტვირთონ.

- ლა ლიგას კვლავ ორი რეალური პრეტენდენტი ეყოლება?

- ბარსელონასთან და რეალთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, თუმცა ვიმედოვნებ ჩვენ არც ატლეტიკო, სევილია, ვალენსია და ვილიარეალი ჩამოგვრჩებიან.

- რას ფიქრობთ ბარსელონა კვლავ დაუმარცხებელია?

- წელს ჩვენ სერიოზულად გავძლიერდით და დარწმუნებული ვარ, რომ შეგვწევს ძალა დავამარცხოთ ბარსელონა.

- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პელეგრინიზე?

- ის ფანტასტიური მწვრთნელია, რომელიც გამოირჩევა დიდი გამოცდილებითა და სერიოზულობით. ის არა მხოლოდ კარგი ტაქტიკოსი არამედ ფსიქოლოგიც არის და ყოველთვის ესაუბრება ყველა ფეხბურთელს ცალ-ცალკე.

- და რონალდო?

- იგი თავისი საქმის პროფესიონალია და ძალიან ბევრს მუშაობს, განსაკუთრებით ფიზიკურ მომზადებაზე.

- რომ შეჯიბრებოდით მას, რაში გაჯბებდათ?

- ალბათ სისწრაფეში და ტექნიკაში, თუმცა სხვა დანარჩენ კომპონენტებშიც არ მოიკოჭლებს.

- მოგისმენიათ კაკას ლოცვა?

- არა რას ამბობთ? (იცინის). ჩვენ ხშირად ვხუმრობთ და კაკა ყოველთვის ყველას ღიმილით პასუხობს. იგი ამ მხრივ ძალიან გავს რობერტო კარლოსსა და კანავაროს.

- შენ უკვე გაქვს კარგი ტექნიკა და ჩაწოდება, რაც მცველისთვის არადამახასიათებელია...

- მართალი ხართ, თუმცა ამაზე კიდევ ვმუშაობ, რათა უფრო დავხვეწო, არ მიყვარს მიღწეულით დაკმაყოფილება, მაგრამ მე ვერასოდეს მივაღწევ ბექჰემის დონეს ამ კომპონენტში.

- ცენტრალურ მცველად თამაშში რა მოგწონთ?

- თავდაპირველად მე ამ პოზიციაზე ვთამაშობდი, ლოპეს კაროსა და ვანდერლეი ლუშემბუგოს ხელმძღვანელობის ქვეშ, და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა თუმცა შემდეგ მარჯვენა ფლანგზე დამაყენეს, ამ პოზიციას უფრო კარგად შევეგუე, ვინაიდან ვერთვები შეტევაშიც და ვეხმარები ცენტრალურ მცველებსაც.

- გამოკეთდა დამოკიდებულება თქვენსა და გულშემატკივრებს შორის?

- მე მუდამ ვგრძნობდი გულშემატკივრების მხარდაჭერას, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

- მალე გუნდს დაუბრუნდება პეპეც 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ

- იგი შესანიშნავი მცველი და კარგი ადამიანია. ყველას გაგვიკვირდა როდესაც მან ეს საქციელი ჩაიდინა, ვინაიდან იგი ვარჯიშებზე ძალიან მშვიდია. მან შემდგომში გვითხრა, რომ იგი ვერ აცნობიერებდა თუ რას ჩადიოდა.

- იგრძნობა კლუბში განტვირთვა თუ კვლავ დაძაბულები ხართ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ?

- რეალი სრულიად შეიცვალა, არანაირ ზეწოლას არ განვიცდით. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ფლორენტინო პერესთან და იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება.

- შენ ალბათ გაწუხებს ნაკრებში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი...

- რა თქმა უნდა. იმედია მალე დავბრუნდები. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს. დელ ბოსკემ და იერომ ყველაფერი გააკეთეს რათა გუნდში კარგ ატმოსფეროს დაესადგურებინა.

- შენი პარტნიორი და შემცვლელი ნაკრებში არბელოა ახლა შენი თანაგუნდელიც არის...

- მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 22 სექტემბერი 2009
  • 2951
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)