გუნდის განაცხადი "ვილიარეალთან" მატჩში

მანუელ პელეგრინიმ უხმო 18 ფეხბურთელს "ვილიარეალთან" მატჩისთვის. ჩილელ სპეციალისტს მოუწევს თამაში ალვარო არბელოას გარეშე, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ასევე ვან ნისტელროი, ხაბი ალონსო და მეცელცდერიც ტრავმების გამო დააკლდებიან გუნდს, ხოლო პეპე ბოლო მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.


"ვილიარეალი" ლა ლიგის ლიდერს მიიღებს "ელ მადრიგალზე" დანაკლისებით. ალვარო არბელოამ ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის მუხლზე ტრავმა მიიღო. ექიმების თქმით ის ვერ შეძლებს თამაშს.

არბელოასთან ერთად ტრავმირებულია მეცელდერიც, რომელიც სპორტდარბაზში ვარჯიშობდა. ხაბი ალონსომ მოიშუშა ტრავმა, მაგრამ ის მაინც არ იქნა შეყვანილი განაცხადში. რუუდ ვან ნისტელროიმ, რომელმაც გაიტანა მეხუთე გოლი "ხერესის" კარში, მიიღო მარცხენა ფეხის ტრავმა და ისიც გამოტოვებს მატჩს.

რაფაელ ვან დერ ვაარტი პირევლად შეიყვანეს განაცხადში. პორტუგალიელი პეპე ბოლო მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ის დისკვალიფიცირებულია.

მანუელ პელეგრინისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი მატჩი. ის ბრუნდება "ელ მადრიგალზე", სადაც ხუთი დაუვიწყარი წელი გაატარა.ის გახარებულია მშობლიურ სტადიონზე დაბრუნებით.

18 ფეხბურთელი მოხვდა წინასამატჩო განაცხადში. ესენი არიან:

მეკარეები: იკერ კასილასი, დუდეკი

მცველები: რამოსი, მარსელო, დრენტე, ალბიოლი, გარაი

ნახევარმცველები: გაგო, მაჰამადუ დიარა, კაკა, ლასი, გუტი, ვან დერ ვაარტი, გრანერო

თავდამსხმელები: კრისტიანო რონალდო, რაული, იგუაინი, ბენზემა

წინასამატჩო ვარჯიში: 22 სექტემბერი, 18:15

შემდეგი ვარჯიში: 24 სექტემბერი, 10:30


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 22 სექტემბერი 2009
  • 2451
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (194)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)