შემდეგი მეტოქე - "ვილიარეალი"

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მორიგ, მე-4, ტურში, სამეფო გუნდი "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.მიუხედავად იმისა, რომ "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ჩემპიონატი წარუმატებელად დაიწყო, ისინი ძალიან სახიფათონი არიან მშობლიურ "ელ მადრიგალზე."


პელეგრინის ყოფილმა გუნდმა, 3 ტურის თავზე მხოლოდდამხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი.რასაკვირველია, ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ჯერჯერობით "უძლური" "ვილიარეალის" დამარცხება ადვილია, თუმცა ვალვერდე და კომპანია ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა პირველი გამარჯვება ჩაიწერონ აქტივში.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე ცნობილია, რომ "ყვითლებს" იბაგასასა და გუნდის "დირიჟორის," სენას, გარეშე მოუწევთ დედაქალაქელებთან პაექრობა.

"წყალქვეშა ნავის" ამჟამინდელი "მეთაური," ვალვერდე, ჩვეულ სტილს არ უღალატებს და "თეთრების" წინააღმდეგ შეეცდება თავიდანვე მოიპოვოს ბურთზე კონტროლი და მეტოქის ნახევარზე თამაში.მადრიდელ მცველებს განსაკუთრებული თვალ-ყურის დევნება მოუწევთ "ყვითლების" "გაფოცებულ" მეგოლეებზე.როსი, ნილმარი და იორენტე - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ნებისმიერ მომენტის გოლად გადაქცევა შეუძლიათ.ასევე არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ, იონატან პერეირა, რომელიც კარგ დრიბლინგს ფლობს და შესწევს ძალა დაცვის გარღვევისა.

ტრამვირებული იბაგასას შემცვლელად, ფრანგი პირესი მოიაზრება.რობერი, კანისა და კასორლას ერთად შეეცდება თავდამსხმელების პასებით მომარაგებას.რაც შეეხება დაცვით ხაზს, კაპდევილია, როდრიგესი, გოდინი და მარკანო იქნება განწესებულნი დაცვაში შესაბამის პოზიციებზე.აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს "ვილიარეალის" კიპერი, დიეგო ლოპესი, რომელიც "კასტილიის" "ქარხნისაგან" არის წამოსული.

ერთი სიტყვით, მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, "რეალის" წინაშე შარშანდელზე ბევრად ძლიერი "ვილიარეალი" წარდგება, რომელიც ფარ-ხმალს არ დაყრის და ბოლომდე იბრძოლებს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)