სერხიო რამოსი - ტარზანის დაბრუნება

ჩვენ ფაქტიურად დაგვავიწყდა ის. ხაბი ალონსოს ტრანსფერამდე ის გახლდათ ფლორენტინო პერესის ყველაზე ძვირარიღირებული ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც "რეალში" გადავიდა. რამოსმა სამი თვე გამოტოვა ტრავმის გამო და ამ სამი თვის განმავლობაში მის სახეზე იშვიათად ვხედავდით ღიმილს. პელეგრინის ბევრს ზრუნავდა სერხიოს გამოსაჯანმრთელებლად, რადგან ის რამოსს ერთ–ერთ მთავარ ფეხბურთელად თვლის. ახლა ანდალუსიელმა მოირჩინა ტრავმა და უნდა დაიწყოს იმ იმედების გამართლება, რაც გასულ სეზონში ვერ გაამართლა.


გასული სეზონი რთული იყო სერხიოსთვის. დაუჯერებელია, მაგრამ ყველაზე რთული თავის კარიერაში. მოდით გავიხსენოთ ეს ყველაფერი.

სერხიომ სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მის ნაცვლად კი მიჩელ სალგადო თამაშობდა. ჩანდა, რომ ესპანეთის სუპერთასზე გატანილი ორი გოლი და ევროპის ჩემპიონობა მას დაეხმარებოდა კარგად ეთამაშა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა ბერნდ შუსტერი. თავიდან მან ტრავმა ნაკრებში თამაშისას მიიღო, შემდეგ მთელი სექტემბერი ძველმა ტრავმებმა შეახსენა თავი და გულშემატკივრებმა დაიწყეს ფიქრი, რომ ძველი რამოსი დაკარგეს.

"დღევანდელ დღეს ყველას აქვს პრობლემები. თუ გუნდს შეტევაში არ ვეხმარები, გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ცუდად ვთამაშობ" – ეს ინტერვიუ სერხიომ გააკეთა 2008 წლის 26 ოქტომბერს.

შემდეგ უფრო გართულდა ყველაფერი. სერხიომ რამდენიმე სკანდალური ინტერვიუ გააკეთა. ამას ისიც დაერთო, რომ გუნდმა რობინიო გაუშვა, რობენმა ტრავმა მიიღო და მთელი ფლანგი რამოსს ჩააბარეს. იმის ნაცვლად, რომ შუსტერს ეთანაგრძნო სერხიოსთვის, ის სათადარიგოთა სკამზე დასვა. ანდალუსიელი მცველისთვის სეზონი კოშმარულად წარიმართა. შემდეგ მან მოუბოდიშა მწვრთნელს და თანაგუნდელებს შექმნილი სიტუაციის გამო. შემდეგ "რეალში" დაიწყო ტრავმების ეპიდემია. ამას ისიც დაერთო, რომ რამოსი ბევრ წითელ ბარათს იღებდა ლა ლიგაში.

"ბევრი ხალხი გამოთქვამს თავის მოსაზრებას ჩემი თამაშის შესახებ. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ ყოველი მატჩის შემდეგ მარტო ვგრძნობ თავს მარჯვენა ფლანგზე. ეს გრძნობა უფრო ღრმავდება ყოველი თამაშის შემდეგ. ასე ძალიან დიდი ხანი ვთამაშობ და მთლიანად ვერ ვიხარჯები" – ესეც 2008 წლის 26 ოქტომბრის ინტერვიუს ამონარიდია.

შუსტერი მაინც ათამაშებდა სერხიოს მარტო მარჯვენა ფლანგზე. მან ნისტელროი და მაჰამადუ დიარა მაინც შეიყვანა "იუვენტუსთან" მატჩის განაცხადში და ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ორივე ფეხბურთელმა მიიღო მძიმე ტრავმები და დასჭირდათ ოპერაციები. საბოლოოს ზამთარში გუნდს ჩავარდნა დაეწყო. ლაზარეთი არასდროს არ ცარიელდებოდა. წლის ბოლომდე სამი ფეხბურთელი დაშავდა. მოდით ისევ სერხიოს დავუბრუნდეთ.

აპრილში სერხიო ისევ გაეხვა სკანდალში. კვირას საღამოს მადრიდში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო: პირველი – მორიგი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ და მეორე – კორიდა ლას ვენტასში. ხოლო რამოსი კი, რომელსაც არ შეეძლო ამ მატჩში მონაწილეობის მიღება მიიწვიეს ორივე სანახაობაზე. მატჩიც და კორიდაც კი ერთ დროსი იწყებოდა. რამოსმა კი გადაწყვიტა ორივესთვის ედევნებინა თვალი. მეორე ტაიმში კი საერთოდ დატოვა მატჩი და გაემართა კორიდაზე. პრესა კი უთვალთვალებდა რამოსს, რომელმაც დატოვა მეორე ტაიმი. სერხიოს ისევ მოუწია მობოდიშება.

სერხიო აღარ იღიმებოდა. ის მუდამ მოწყენილი იყო. გულშემატკივარი კი ამხნევებდა, რათა ძველი რამოსი დაბრუნებულიყო, რომელიც მუდამ ბეჯითად შრომობდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ის უნდა გამხდარიყო გუნდის ლიდერი. მის გარდა თამაშობდა სამი ვეტერანი: რაული, კასილასი და გუტი. ის უკვე ვეტერანია, მიუხედავად მისი ასაკისა. ანდალუსიელი მცველი 23 წლისაა.

მან ყველას უნდა აჩვენოს, რომ მისდამი კრიტიკა უსამართლობა იყო. ის მოიკრიბოს ძალები, ძველებურად ათამაშდეს და გულშემატკივრები გაახაროს თავისი თამაშით. ის ერთ–ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში. მან კრიტიკოსები უნდა გააჩუმოს. მან უკვე უკან მოიტოვა ტრავმები და "ხერესთან" ამ სეზონში პირველი მატჩი გამართა. ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილი სერხიო რამოსი დაბრუნდება.
dle 10.1

  • faqo
  • 22 სექტემბერი 2009
  • 2464
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)