მოუ აუღებელ ციხე-სიმაგრეს აშენებს

რაფაელ ვარანის შეძენით მადრიდის რეალში 7 მცველი დაგროვდა, სწორედ ისინი დაიცავენ მომავალ სეზონში იკერ კასილასს.


7 ცენტრალური მცველი

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მადრიდის რეალში 7 ცენტრალური მცველი ირიცხება, მათ შორის ზოგს ფლანგზეც შეუძლია თამაში მაგალითად რამოსს, თუმცა ყოველი მათგანი შესანიშნავად გრძნობს თავს დაცვის ცენტრში. მათგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მაქსიმუმ 5 დარჩება გუნდში.

უკვე მერამდენე წელია მადრიდის რეალისათვის დაცვა ყველაზე მტკივნეული საკითხია და სწორედ ამ პოზიციაზე ექმნება გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა. მოურინიო კი ძველი სკოლის მიმდევარია, რომელსაც მიაჩნია, რომ კლუბში ყოველი პოზიცია თანაბრად უნდა იყოს დაბალანსებული. ამ პრობლემას თავისი მიზეზი აქვს... მადრიდის რეალი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და წინ მოთამაშე ფეხბურთელები დაცვაზე არ ფიქრობენ, ამიტომ მწვრთნელის იმედი მაღალი კლასის უკანახაზელებია, რომლებიც სამეფო კლუბში არც ისე მრავლად არიან, მოურინიომ კი გადაწყვიტა, რომ შეარჩიოს ის შემადგენლობა, რომელიც მის იმედებს გაამრთლებს და რისკის ქვეშ არ დააყენებს გუნდს.

ყველა მცველს აქვს ბნელი მხარე. მაგალითად ავიღოთ პეპე, მას შეგვიძლია უნაკლო მცველი ვუწოდოთ, რადგან ძალიან იშვიათად უშვებს შეცდომებს. მიუხედავად ამისა პერესმა ერთხელ დაიწუნა პორტუგალიელი მცველი, მან განაცხადა, რომ იგი ხშირად იღებს ტრავმებს, აგრეთვე პეპეს აქვს უხეში ფეხბურთელის რეპუტაცია, რომელიც მსაჯებს კარგად აქვთ თავში ჩაბეჭდილი და მასსა და სხვა ფეხბურთელს შორის კონტაქტის შემთხვევაში მსაჯებისათვის კეპლერი იქნება დამნაშავე.

კარვალიო შესანიშნავად შეეწყო გუნდს, არც ელოდნენ მის ასეთ წარმატებას მადრიდში, მაგრამ იგი უკვე 33 წლის არის და მომავალ სეზონში მას გაცილებით მეტი მატჩის ჩატარება მოუწევს, რადგან საკლუბო ჩემპიონატების დასრულების შემდეგ დაიწყება ევროპის პირველობა, სადაც აუცილებლად იასპარეზებს პორტუგალიაც. გარდა ამისა ლა ლიგას მატჩები უფრო ინტენსიურად ჩატარდება, რათა კონტინენტის პირველობის დაწყებამდე დასრულდეს პრიმერა.

რამოსი ფლანგზე თამაშობს, მაგრამ მოურინიო მას დაცვის ცენტრში უფრო ხედავს, რადგან სერხიო ამ პოზიციაზე ნაკლებ ტაქტიკურ შეცდომას უშვებს ვიდრე ფლანგზე ასპარეზობისას. მარჯვენა ფრთაზე დაყენებისას ხშირად ვერ ასწრებს იგი შეტევიდან უკან დაბრუნებას და ეს მისი ყველაზე დიდი ნაკლია. მოურინიო მას აგრეთვე საყრდენ ნახევარმცველადაც განიხილვს (ისევე როგორც პეპეს).

ამ 7 მცველიდან ყველაზე უცნაური შემთხვევა რაულ ალბიოლია, ხელმძღვანელობას ცოტა აკლია იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ფეხბურთელს კისერზე ჩამოკიდონ ბანერი წარწერით: "იყიდება!" რეალი მზად არის შეელიოს მას კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, თუმცა ისიც უნდა გახსენოთ, რომ ალბიოლი მეტ-ნაკლებად სტაბილური ფეხბურთელია და მოუ მას შეცვლებზე დაცვის გასაძლიერებლად ხშირად იყენებს.

გუნდში დარჩენის ყველაზე მცირე შანსი გარაის და მატეოსს აქვთ. არგენტინელს ალბათ კოენტრაოს ტრანსფერში გამოიყენებენ, კანტერანოს კი არენდით გაუშვებენ, რადგან მას სჭირდება გამოცდილების დაგროვება და გაძლიერება, ეს კი დღევანდელ რეალში ფაქტიურად წარმოუდგენელია.

დაგვრჩა ვარანი... მისი ყიდვის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ზიდანმა ურჩია პერესს - ფრანგის სიტყვა კი კანონია; ახალგაზრდა მცველი სამომავლოდ იყიდეს, კარვალიოს კარიერა დასასრულს უახლოვდება და ძნელად სავარაუდოა მან დიდხანს ითამაშოს მაღალ დონეზე. რაფაელს, ისევე როგორც რამოსსა და პეპეს შეუძლია საყრდენ ნახევარმცველადაც თამაში.

როდესაც ციხე-სიმაგრეზე ვსაუბრობდით გამოგვრჩნენ მეკარეები, ფლანგზე მოთამაშე მცველები და საყრდენი ნახევარმცველები, თუ გადავხედავთ მათ სახელებს აღმოჩნდება, რომ მოუ მართლაც აუღებელ ციხე-სიმაგრეს აშენებს.

ინფორმაციის წყარო: abc.es
dle 10.1

  • SunSay
  • 30 ივნისი 2011
  • 4252
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)