მიშელ პლატინი : ,,მეც მაინტერესებს რატომ ვერ იმარჯვებს ,,რეალი'' ?

უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი შეხვდა მარკას ჟურნალისტებს და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა


ჟურნალისტი: დასაწყისისთვის მაინტერესებს რა აზრის ხართ ჟოზე მაურინიოზე ?

პლატინი: დიახ, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. მე მიყვარს ჟოზე მოურინიო

ჟურნალისტი: თქვენ მისი ხასიათი უფრო გხიბლავთ თუ სამწვრთნელო სტილი ?

პლატინი: მე მასში ყველაფერი მომწონს, – როგორც ადამიანი და როგორც მწვრთნელი. მიუხედავად მისი მხრიდან არაერთი დისწიპლინარული დარღვევისა , მასზე წარმოდგენა არ შემცვლია. ჩემს ახალგაზრდობაში მეც ვიღებდი ყვითელ ბარათებს და ხანდახან მამაჩემიც მსჯიდა და ,,მიწითლებდა ლოყებს'', თუმცა ეს ჩემზე მხოლოდ დადებითად მოქმედებდა. დისწიპლინარულმა კომიტეტმა როგორც იცით, დისკვალიფიკაცია მიუსაჯა მოურინიოს, თუმცა მას შეუძლია მისი გასაჩივრება.

ჟურნალისტი: უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ, ის რომ მოურინიოს უსჯიან 5 მატჩიან დისკვალიფიკაციას, ხოლო კონკრეტული ახსნა–განმარტებები ამ სასჯელისა ჯერაც უცნობია და დაუსაბუთებელია?

პლატინი: არც ვიცი რა გიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით, რადგან დისციპლინარული კომისია აბსოლიტურად დამოუკიდებელია და მასში ჩარევის უფლება თვით უეფას პრეზიდენტსაც არ აქვს. ჟურნალ–გაზეთებში ბევრი სიცრუე იწერება, მე არანაირ კავშირში არ ვარ გამოტანილ ვერდიქტთან. ისე კი მან უეფა უსაფუძვლოდ დაადანაშაულა

ჟურნალისტი: რადნენად უშვებთ იმ ფაქტს, რომ უეფას პირადული წყენა აქვს მის მიმართ ?

პლატინი:თქვენ მკითხეთ და მე გიპასუხეთ, რომ მოურინიო ძალიან მომწონს. უეფას კი გარწმუნებთ, რომ არანაირი წყენა არ გააჩნია პორტუგალიელის მიმართ. უეფა არის ევროპის უმაღლესი მმართველობითი ორგანო და მას არ შეიძლება კონკრეტული სუბიექტის მიმართ გააჩნდეს წყენა, ამ შემთხვევაში ის მიკერძოებული გამოდის. კომიტეტის წევრები არ ემხრობიან არც ,,ბარსელონას'', არც ,,რეალს'' ,არც ,,მილანს'' და არც რომელიმე სხვა კლუბს

ჟურნალისტი: ,,მადრიდის რეალი'' მე–20 საუკუნის საუკეთესო კლუბია , ბოლო სეზონებში კი მან მხოლოდ სამეფო თასის მოგება მოახერხა, როგორ ფიქრობთ რატომ ?

პლატინი: ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და მეც მაინტერესებს, თუმცა მხოლოდ საუკეთესო ინდივიდუალი ფეხბურთელები არაა საკმარისი, ალბათ შეთამაშებაც აკლიათ.ადვილი არაა თაობათა ცვლას გაუძლო. მსოფლიო ,,რეალის'' მაისურებს სახელების გამო ყიდულობს და არა წარმატებების. მაურინიომ პირველივე წელს ბრწყინვალე ფეხბურთელთან ერთად როგორიცაა ოზილი მოახერხა თასის მოგება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ ჰყავთ ბექჰემი და რონალდო, რომლებასც თავის მხირვ, რეალთან ერთად 1/2 არც კი მიუღწევიათ. მისი გუნდი მალე ბარსელონას გაუთანაბრდება და დაიწყება მათი ერა.

ჟურნალისტი: მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ?

პლატინი: მესი მის თაობაში საუკეთესოა, როგორც დი სტეფანო იყო. კრუიფისა და მარადონას შემდეგ ყველა თაობას ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ მე არ მიყვარს ზედმეტი შედარებები . მესი რონალდოსთან ერთად საუკეთესოა ჩვენს დროში.

ჟურნალისტი: მე გავიგე, რომ თქვენი ნება რომ ყოფილიყო, ოქროს ბურთს ხავის მისცემდით ?

პლატინი: დიახ, მან მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ჩემი აზრით, ოქროს ბურთი მას უნდა მიეღო, ასევე საუკეთესო მწვრთნელი ტიტულიც დელ ბოსკეს ეკუთვნოდა.

ჟურნალისტი: რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ნახევარი ესპანური კლუბები გაკოტრების პირას დგანან ?

პლატინი: ჩვენ ყველამ ვიცით ესპანეთში არსებული მდგომარეობა, და ყველანი ვცდილობთ მათ დახმარებას. თუმცა უეფას არ აქვს უფლებამოსილება ჩავერიოთ ესპანეთის ჩემპიონატში.ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და მხარში ამოვუდგებით მათ.

ჟურნალისტი: და ბოლოს, რატომ არის უეფა და ფიფა ასეთი გულგრილი ტექნოლოგიების მიმართ, რომ აღარ განმეორდეს ისეთი შემთხვევა, როგორიც იყო მარადონას შემთხვევაში ,,ღვთის ხელი ''

პლატინი: ჩემი აზრით, ზედმეტად გადატვირთვა ტექნიკით ფეხბურთისა არ იქნებოდა სწორი.დამატებითი მსაჯები სწორედაც ამიტომ დავამატეთ,რომ შეცდომები არ დაშვებულიყო, ისინი მარადონას ხელს დაინახავდნენ. ჩვენ დამატებითი მსაჯების მუშაობით კმაყოფილი ვართ და არ ვაპირებთ მათ ჩანაცვლებას ტექნოლოგიით.



წყარო :marca.com dle 10.1

  • Neymmar
  • 30 ივნისი 2011
  • 3863
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 4
2 ლორენი 3
3 ჟერარი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (172)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)