ქარიმ ბენზემა:"ბევრის გატანა მსურს"

მადრიდის "რეალის" შეტევის ხაზში უდიდესი კონკურენციაა. როტაციას, რომელსაც ანხორციელებს მანუელ პელეგრინი ეხება ყველას. ნებისმიერ ფეხბურთელს ეძლევა შანსი გავიდეს მოედანზე. ბენზემას "ხერესთან" მატჩის შემდეგ, სადაც მან ერთი გოლის გატანა შეძლო, სასტუმრო "მირასიერაში" ABC–ს ჟურნალისტმა ჩამოართვა ვრცელი ინტერვიუ. სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობს დროებით ქარიმი, სანამ საკუთარ სახლს არ იყიდის.


როგორ მიდის ადაპტაციის პერიოდი ქალაქზე და გუნდში?

ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მე ვაგრძელებ სასტუმროში ცხოვრებას, მაგრამ აქ ყველაფერი რიგზეა. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

უკვე მოასწარით მადრიდის გაცნობა?

ისე რა. მე ვეწვიე რესტორანს, რომელიც ჩემს სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს.

ლიონი შეიცვალა?

როცა მე ლიონში ვბრუნდები, ჩემთვის არაფერია შეცვლილი. მე ვაგრძელებ იქაურ ხალხთან მეგობრობას და არ შევცვლილვარ. მადრიდში ჯერ არ მყავს მეგობრები, რადგან აქ ცოტა ხანია რაც მოვედი. ყველას, ვისაც ვიცნობ გუნდთან ასოცირდება.

ოჯახმა რაიმე რჩევა მოგცათ, სანამ აქ გადმოხვიდოდით?

არა, რადგან მე ამისთვის მზად ვიყავი. ოცნებად მქონდა ამ კლუბში თამაში.

გრძნობ ზეწოლას იმასთან დაკავშირებით, რომ "რეალის" ფეხბურთელი ხარ?

დიახ, ვგრძნობ უფრო მეტ ზეწოლას, ვიდრე "ლიონში" თამაშისას, რადგან მადრიდში მუდამ კარგ ფორმაში უნდა იყო და ტიტულებს უნდა იგებდე. წლევანდელ სეზონში ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ხალხიც ბევრს ელის ჩვენგან.

ამბობენ, რომ მორცხვი ხართ...

არა, არ ვიცი. მე რთულად ვეცნობი ხალხს, მაგრამ მორცხვი არ ვარ.

რატომ ვერ შეძელით ესპანურის სწავლა?

დრო არ მქონდა. მასწავლებელთან გავდივარ კურსებს. უკვე ვიცი რამდენიმე სიტყვა. ვფიქრობ, ესპანური ენა ძალიან ჰგავს ფრანგულს.

იცით რამდენი გოლი გაქვთ გატანილი კარიერაში?

არ მახსოვს. ვიცი ის, რომ "ლიონში" გატანილი მაქვს 60 გოლი ოთხი სეზონის განმავლობაში.

რამდენი გოლის გატანის იმედი გაქვთ ამ სეზონში?

არ დამისახავს მიზნად თუ რამდენ გოლს გავიტან. მსურს ბევრი გავიტანო.

მოდი დავნეძლავდეთ. თუ შენ გაიტან 25 გოლს ან მეტს, მე დაგპატიჟებ ფინჯან ყავაზე...

არა. მე არ ვისახავ მიზნებს. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

იცით თქვენი შესაძლებლობების საზღვრები?

არა. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს.

შეგიძლიათ გახდეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?

ერთხელ მე გავხდები მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო. კარგია, რომ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ჩემს გვერდით საუკეთესო ფეხბურთელები არიან.

საფრანგეთში თვლიან, რომ თქვენ გახდებით ზიდანის მემკვიდრე...

მე არ მჯერა ამის, რადგან ყველას თავისი გზა აქვს. მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მე კი ახლა ვიწყებ კარიერას.

რა არის თქვენი კარგი თვისება?

ის, რომ გოლებს ვიტან და სწრაფი ვარ.

და ცუდი თვისება?

ასეთი ბევრია, მაგრამ მე ვმუშაობ ვარჯიშებზე მათ გამოსასწორებლად.

რას გრძნობთ, როცა კაკასა და კრისტიანო რონალდოს გვერდით თამაშობთ?

ისინი უდიდესი ფეხბურთელები არიან და მეამაყება მათ გვერდით თამაში.

და "რეალის" რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

მთელი მსოფლიო კაკასა და კრისტიანოს იტყოდა, მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილება პეპემ მოახდინა.

როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი შეხვედრა გასახდელში?

არაფერს საინტერესოს. ვიცი, რომ იმ მომენტში ვიყავი გახარებული, რადგან ოცნება ავიხდინე.

მადრიდის "რეალი" არის საუკეთესო კლუბი?

ეს არის უდიდესი გუნდი უდიდესი ფეხბურთელებით. ამის ახსნა არაა რთული: აქ "ოქროს ბურთის" მფლობელები თამაშობენ.

შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გაქვთ "მარსელთან".

უფ! მე არ ვთამაშობ პირველად ფრანგული კლუბის წინააღმდეგ. ისინი სტვენით შემხვდებიან. მე "მარსელს" "ლიონში" ასპარეზობის დროსაც შევხვდი. ვიმედოვნებ კარგი მატჩი იქნება.

რა იგრძენით, როცა პირველი გოლი გაიტანეთ "რეალის" შემადგენლობაში?

დიდი ბედნიერება. ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მსურს ყველაფრის მოგება ამ გუნდთან ერთად.

არ გეშინიათ, რომ "რეალში" არ გაგიმართლებთ?

არა, მე არ ვფიქრობ ამაზე. წინ დიდი კარიერა მაქვს და ბევრის გაკეთებას ვაპირებ მადრიდში.

მოედანზე რომელ ფეხბურთელთან გრძნობთ თავს კომფორტულად?

კრისტიანოსთან, ლასთან, რაულთან, კაკასთან... ყველასთან.

რას ფიქრობთ გუტიზე?

რომ ის უდიდესი ფეხბურთელია და აკეთებს შესანიშნავ გადაცემებს.

გუნდში ვინმე გეხუმრებათ?

ამას ყველაზე კარგად მიჩელ სალგადო აკეთებდა მოსამზადებელი ეტაპის დროს (ახლა ის ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს). ახლა ამას იგუაინი და კრისტიანო აკეთებენ.

ამბობენ, რომ თქვენ კინო გიყვართ...

დიახ, მე მათ ვუყურებ ინგლისურ, ფრანგულ და თქვენ წარმოიდგინეთ და ესპანურ ენებზეც. ეს მეხმარება ესპანურის უფრო კარგად შესწავლაში, მაგრამ კარგად არ ვიცი ლაპარაკი.

შეგიძლიათ ამავე სეზონში მოიგოთ ტიტული?

მჯერა ამის. მსურს ეს ტიტული ჩემპიონთა ლიგა იყოს.

შენი მეგობრები გირეკავენ, რათა გთხოვონ გატანილ გოლს როგორ აღნიშნავ?

დიახ, და ეს ასე იქნება (ქარიმი აჩვენებს თუ როგორ გარბის პუბლიკისკენ. მათ კოცნას უგზავნის და მაისურისკენ მიუთითებს).


ინფორმაციის წყარო: ABC.es


dle 10.1

  • faqo
  • 21 სექტემბერი 2009
  • 3741
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)