შესაძლო და განხორციელებული ტრანსფერები

ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ ამ დროისათვის, ვინ შეიძინა "რეალმა," ვის შეძენას აპირებს და ვინ უნდა გაუშვას გუნდიდან...


განხორციელებული ტრანსფერები:

კალეხონო: სამეფო კლუბმა 5 მილიონ ევროდ დააბრუნა მშობლიურ გუნდში ხოსე, რომელიც წლების განმავლობაში "ესპანიოლის" ღირსებას იცავდა.მან ბარსელონური კლუბის შემადგენლობაი 97 შეხვედრა ჩაატარა და ამასთანავე დიდი გამოცდილება მოიპოვა, ესპანეთის პირველ დივიზიონში თამაშისა.

შაჰინი: გერმანული "კიკერის" აღიარებით, ნური გასული სეზონში ბუნდეს ლიგის საუკეთესო მოთამაშეა.თურქი ფეხბურთელი "დორტმუნდის" ბორუსიას მამოძრავებელი ძალა გახლდათ."ბლანკოსს" მისი გადმობირება 10 მილიონი ევრო დაუჯდა.შაჰინმა მომავალი 6 წლით დაუკავშირა მადრიდს.

ალტინტოპი: სამეფო კლუბს, ასევე თურქი მოთამაშე, უფასოდ ერგო, მაგრამ როგორც ახლა გაირკვა, ტრავმირებული.მან "რეალთან" 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ქირურგიული ჩარევის შემდეგ გაირკვა, რომ პირველი 3-4 თვე უქმად მოუწევს ყოფნა.

ვარანე: მადრიდელებმა 10 მილიონ ევროდ, ზიდანის რჩევით, შეიძინეს ფრანგული "ლანსის" 18 წლის ცენტრალური მცველი და ექვს წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს მას.რაფაეილი საკმაოდ პერსპექტიული და იმედის მომცემი ახალგაზდაა.

შესაძლო ტრანსფერები:

კოენტრაო: ლისაბონური გუნდი თავისი შეგირდის სანაცვლოდ 30 მლნ. ითხოვს.მოურინიოს სიმპათიების პარარელურად, თავად ფეხბურთელსაც სწადია "რეალში" ასპარეზობა.მან "ბენფიკას" რიგებში, 45 თამაშსა და 4 გოლს მოუყარა თავი.

აგუერო: "კუნმა" გასულ სეზონში 41 თამაშიდან 28 გოლი გაიტანა, რითაც ერთობ მოხიბლა "იუვენტუსი" და "რეალი." "ატლეტიკო" სერხიოს მხოლოდ 45 მილიონად შეელევა.

ნეიმარი: ბრაზილიელი "ლიბერტადორესის" თასის გამარჯვებული გახდა.აღნიშნულ ტურნირზე, მისი მონაგარია - 13 თამაში და 6 გოლი.სამეფო კლუბმა, მაშინ, როდესაც ნეიმარი 14 წლის იყო, მის შეძენაზე უარი თქვა, ახლა კი მოუწევს 45 მილიონის გადახდა.

გუნდის დატოვების კანდიდატები:

დიარა: ლასის წასვლაზე ესპანეთის დედაქალაქიდან საკმაოდ ბევრს საუბრობენ.გასულ სეზონში, ფრანგმა ფეხბურთელმა 500 წუთზე ნაკლები ითამაშა, ვიდრე ახალწვეულმა სამი ხედირამ.აღნიშნული სტატისტიკიდანაც კარგა ჩანს, მოურინიოს დამოკიდებულება ფეხბურთელისადმი.სავარაუდოდ, "ბლანკოსი" ლასანას 20 მილიონად შეელევა.მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტები არიან: "იუვენტუსი," "მანჩესტერ იუნაიტედი," "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი." გავრცელებული ხმებით, დიარას პრემიერ ლიგაში სურს დაბრუნება.

გაგო: ფერნანდოს ბოლო განცხადება, ძალზედ გააბრაზა და გააღიზიანა მადრიდელები.სწორედ ეს ფაქტორი შესაძლებელია გადამწყვეტი გამოდგეს კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთობაში.არგენტინელმა 4 წლის განმავლობაში 121 თამაში (232 შესაძლოდან) და 32 გაფრთხილება დააგროვა.მას "ნაპოლიში" სურს კარიერის გაგრძელება.

გარაი: "რეალმა" გარაიში 10 მილიონი გაიღო და სწორედ ამდენშივე შეელევა მას.მოურინიოს გუნდში, ეზეკიელმა მხოლოდ 448 წუთი დაჰყო მოედანზე.არგენტინელი მცველისადმი ინტერესს გამოთქვამენ: "სევვილია," "ვილიარეალი," "ლიონი," "ბენფიკა" და "გალათასარაი."სავარაუდოდ, გარაი იმ კლუბში გადავა, რომელიც პირველი შესთავაზებს სამეფო კლუბს ათ მილიონს.

მატეოსი: 1 წლიანი განათხოვრების შემდეგ ("აეკში"), ახალგაზრდა კანტერანოსი სახლში დაბრუნდა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, კვლავ სხვაგან მოუწევს წასვლა, რამეთუ ვარანეს ყიდვამ მისი ადგილი აღარ დატოვა გუნდში.სავარაუდოდ, მატეოსი "სარაგოსას" მიაშურებს.

კანალესი: გასულ სეზონში, სერხიომ მხოლოდ 532 წუთი გაატარა მოედანზე, რაც 21 წლამდელთა ნაკრებში არ გამოძახების საფუძველი გახდა.ახალგაზრდა სანტანდერელს კიდევ 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს "ბლანკოსთან."შესაძლებელია კანალესის იჯარით გაუშვან, ან თუნდაც გაყიდონ.თავად მოთამაშეს ყველაზე მეტად "ვილიარეალი" ხიბლავს.

პედრო ლეონი: ვალდანოს რჩეულმა ნახევამრცველმა, მოურინიოს ფორმაციის შემადგენლობაში თავი ვერ მოიკიდა.განვლილ სეზონში, მისმა სათამაშო დრომ მხოლოდამხოლოდ 578 წუთი შეადგინა.კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაციით, თავად ლეოს მოურინიოსთვის უთქვამს კლუბის დატოვება არ მინდაო, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად სჭირდება პორტუგალიელს ის."ხეტაფეს" ყოფილ ლიდერს, რომელსაც "რეალთან" 2016 წლამდე აქვს მომავალი დაკავშირებული, არა ერთი ესპანური გრანდი უკავშირდება, მათ შორისაა "ბარსაც."

დრენტე: როისტონმა "ერკულესის" გადარჩენისათვის იბრძოლა, მაგრამ ამაოდ."რეალი" მის სანაცვლოდ 13 მილიონს ითხოვს, თუმცა ევროპაში აღნიშნულ თანხას დრენტეს სანაცვლოდ არავინ გადაიხდის.

სტატია მომზადებულია "ას.ქომ"-ზე დაყრდნობით.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)