მოუს ”გადავსებული” შემადგენლობა

დამეთანხმებით, რომ არდადეგებზე მყოფ ჟოზე მოურინიოს, საკმაოდ დიდი თავსატეხი აქვს, შემადგენლობასთან დაკავშირებით.


საქმე იმაშია, რომ ამ მომენტისათვის, ”რეალში” 28 ფეხბურთელი ირიცხება.თუ გავითვალისწინებთ ხმებს, მოახლოვებულ ტრანსფერებთან დაკავშირებით, ”ბლანკოსს” კიდევ შეემატება 2-3 მოთამაშე და ჯამში მივიღებთ შემადგენლობას, სადაც მინიმუმ 7 მოთამაშე, უხეშად რომ ვთქვათ, ზედმეტი იქნება.

მოურინიოს დაგეგმილი აქვს, ვარჯიშების 23 ფეხბურთელით დაწყება.შესაბამისად, მას დიდი განწმენდითი სამუშაოების ჩატარება მოუწევს, რამეთუ შეკრებამდე დარჩენილია 12 დღე და როგორც უკვე ვახსენეთ, მინიმუმ 7 ზედმეტი მოთამაშე.

მართალია, შარშანდელ შემადგენლობას გამოაკლდა დუდეკი, რომელმაც ამოწურა თავისი კონტრაქტი, მაგრამ დაემატნენ: შაჰინი, კალეხონი, ალტინტოპი, ვარანე და განათხოვრებიდან დაბრუნებულნი, დრენტე და მატეოსი.აქედან გამომდინარე, სურათი საკმაოდ რთულია.მაშასადამე, უახლოეს დღეებში, უნდა მოველოდოთ, მადრიდიდან ფეხბურთელების ”პანტა-პუნტად გაყრას.”

სტატია მომზადებულია ”რეალმადრიდ.რუ”-ზე დაყრდნობით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)