რაფაელ ვარანე - ბრწყინვალე ტრანსფერი

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბმა ფრანგული "ლანსიდან" ახალგაზრდა მცველი, რაფაელ ვარანე (25-04-1993) გადმოიბირა.


მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშე მხოლოდ გასულ სეზონში გამოჩნდა "ლანსის" მთავარ გუნდში, არა ერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო.ვარანე, რომლის სიმაღლეც 1 მ. და 91 სმ-ია, უბადლოდ თამაშობს მეორე სართულზე.ის გამოირჩევა მრავალფეროვნებით - მცველის პოზიციის გარდა, საყრდენ ნახევარმცველადაც საიმედოდ ასპარეზობს.რაფაელი არც სისწრაფესა და დრიბლინგში მოიკოჭლებს.ერთი სიტყვით, "რეალმა" მისი სახით ძალზედ პერსპექტიული "დეფენდერი" შეიძინა.

ვარანემ საფეხბურთო კარიერა, სწორედ "ლანსში" დაიწყო და როგორც უკვე აღვნიშნე, ის დიდ ფეხბურთს გასულ სეზონში ეზიარა.18 წლის ყმაწვილის ანგარიშზე, 24 ჩატარებული თამაში და 2 გოლია (22 მატჩი სასტარტოში დაიწყო).მისი დებიუტი საფრანგეთის პირველ დივიზიონში, 2010 წლის 6 ნოემბერს შედგა "მონპელიეს" წინააღმდეგ (2-0).

აღსანიშნავია, რომ პირველი მწვრთნელები, მოთამაშეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ: "ის მოედანზე საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და ვფიქრობ, რომ აუცილებლად მიაღწევს წარმატებას" - აღნიშნეს საფრანგეთში.

და ბოლოს, რაფაელი "მამლების" ახალგაზრდულ ნაკრებებშიც სინჯავს ძალებს.ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ 18 წლამდელებში ირიცხებოდა, ხოლო შემდეგ 21 წლამდელებს შეუერთდა.

წარმატებები რაფაელს !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)