კაკა წარდგენილია

კაკა  წარდგენილია


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, კაკას პრეზენტაციას შედგა. ამ მოვლენამ მართლაც შთამბეჭდავ ვითარებაში ჩაიარა. რიკი “რეალის” მილიონობით ინჩასმა გაამხნევა. ბრაზილიელიც ასევე მადლობელი დარჩა ასეთი ნდობისა და სიყვარულისთვის.


დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, კაკას პრეზენტაციას შედგა. ამ მოვლენამ მართლაც შთამბეჭდავ ვითარებაში ჩაიარა. რიკი “რეალის” მილიონობით ინჩასმა გაამხნევა. ბრაზილიელიც ასევე მადლობელი დარჩა ასეთი ნდობისა და სიყვარულისთვის.

მივყვეთ ქრონოლოგიურად. კაკა მადრიდში გუშინ დილით ჩამოფრინდა სამხრეთ აფრიკიდან, სადაც მისმა ნაკრებმა კონფედერაციის თასი მოიგო, ხოლო თვითონ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამას მოჰყვა სამედიცინო შემოწმება, ვიზიტი “ბერნაბეუზე”, ლანჩი… მოკლედ, ძალიან ბევრი ღონისძიება, თუმცა მათგან საუკეთესო ბოლოსთვის შემოინახეს. ამისთვის მოცდა ნამდვილად ღირდა. დიდებული სანახაობა ასეთივე ატმოსფეროს თანხლებით, - ბრაზილიელს ინჩასებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

“ბერბნაბეუზე” ინჩასებმა შეკრება პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. საერთო ჯამში, “რეალის” საშინაო არენის ტრიბუნები 40 000-მა ადამიანმა შეავსო, ამას დაუმატეთ ასობით ჟურნალისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან. პრეზენტაცია ოფიციალურად ესპანეთის დროით 20:30 დაიწყო.

წარდგენა შესანიშნავი ვიდეოთი დაიწყო, რომელშიც ნაჩვენები იყო “რეალის” საუკეთესო ეპიზოდები ბოლო წლებში, რა თქმა უნდა, მოგებულ ტიტულებთან ერთად. ამის შემდეგ, სცენაზე გუნდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი და ასევე “რეალის” საპატიო პრეზიდენტი, ალფრედო დი სტეფანო გამოცხადნენ. თავიდან პერესმა ინჩასებს უდიდესი მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ სწორედ მათთვის კეთდება ეს ყველაფერი და რომ გუნდის წარმატება მის გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ პრეზიდენტი უკვე ტრანსფერებს შეეხო და განაცხადა, რომ “რეალი” ძალიან გაძლიერდა მსოფლიო დონის ფეხბურთელთა შეძენის შემდეგ, რაც ამ კლუბის მნიშვნელობას საფეხბურთო სამყაროში კიდევ უფრო ზრდის. პერესის ბოლო ფრაზას კი, უფრო ციტირება მოუხდება: “ჩემო ძვირფასო რიკარდო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ არჩევანი “რეალზე” შეაჩერე. თქვენ ყველამ უნდა იცოდეთ, რომ კაკას სხვა კლუბებისგანაც ჰქონდა სარფიანი შემოთავაზებები, თუმცა მისი ოცნება “სამეფო კლუბში”, თქვენი თანდასწრებით ასპარეზობა გახლდათ.”

როცა პერესმა თავისი გამოსვლა დაასრულა, გულშემატკივრებს უკვე კაკამ მიმართა, რომელიც “რეალის” 8-ნომრიანი მაისურით იწონებდა თავს: “ძალაინ დიდი მადლობა პრეზიდენტო, ყველას მოგესალმებით. უზომოდ გახარებული ვარ იმით, რომ ჩემი კარიერის ახალ ეტაპს სწორედ “რეალში” ვიწყებ. მინდა, რომ ჩემი სახელი “ბლანკოსის” ისტორიაში შევიდეს, სხვა დიადი ფეხბურთელების გვერდით. გამარჯვებები და ტიტულები, - ჩემთვის ასევე ძალიან მნიშნელოვანია. ჰალა მადრიდ!”

სიტყვის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა ტრიბუნებთან გაიარა და ფანებს მიესალმა. ამასთან თავისი ახალი მაისურით ჟურნალისტების წინ იპოზიორა. თუმცა სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბრაზილიელმა თავისი ახალი მაისური, ავტოგრაფითურთ გადასცა პატარა ბავშვს, რომელმაც პრეზენტაციამდე ლატარეა მოიგო და მიეცა საშუალება რიკის მაისური პირველს მოერგო. კაკა ოფიციალურად მადრიდელია.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 2 ივლისი 2009
  • 5943
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)