ბენზემა: "მოურინიომ შემცვალა"

მადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდმა გამომცემლობა AS-თან გასულ სეზონზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.


"ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობ, სპორტი ჩემი ცხოვრებაა და ბურთთან ერთად ვმოგზაურობ. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ვარ ფიზიკურ სამუშაოებს ვასრულებ, ვცურავ და ველოსიპედით დავდივარ, ეს ყველაფერი მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში, როდესაც მადრიდში დავბრუნდები მინდა სრულ მზადყოფნაში ვიყო."

"შესანიშნავი შემადგენლობა ვართ, ერთმანეთს ვეხმარებით და მუდამ გვერდში ვუდგავართ, ამ ყველაფრის თავიდათავი კი ჟოზე მოურინიოა. მომდევნო სეზონს ოპტიმისტურად ვუყიურებ. რეალში პირველი ტიტული მოვიგე და გამიჩნდა სურვილი უფრო მეტს დავეუფლო, ეს კი სამეფო კლუბს ნამდვილად შესწევს. მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ."

"ზიდანი და მე მეგობრები გავხდით. ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით და ხვდებით ერთმანეთს. ის მე მეხმარება და მაძლევს ძალიან კარგ რჩევებს. ზინედინი დიდ სამუშაოს ასრულებს ჩვენთვის."

"სამეფო თასის მოგებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან იგი ჩემი პირველი თასი იყო მადრიდის რეალში. ამ ტურნირზე გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, ყველაზე მეტად კი ჩემი გოლი დამამახსოვრდა, რომელიც სევილიასთან "შევაგდე". თავდაჯერებულობა კი ლიონის კარში გატანილმა გოლმა შემმატა. რაც შეეხება მომავალ სეზონს დარწმუნებული ვარ წარმატებას მივაღწევთ, ყველა ტურნირის მოგების შანსი გვაქვს. მე კი გპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯები კლუბისათვის." dle 10.1

  • SunSay
  • 27 ივნისი 2011
  • 2890
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)