ნეიმარი: "ჩემი საყვარელი ფერი თეთრია"

ნეიმარი ბრაზილიაში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და ყველას აინტერესებს, როგორ ცხოვრობს 19 წლის "ვუნდერკინდი", ამისათვის მას Canal R7-ის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი სახლში ესტუმრა. ნეიმარმა და მამამისმა ჟურნალისტებს თავიანთი სტუმართმოყვარეობა აჩვენეს და მოიგეს თავიანთი თანამემამულეების გულები.


ბილიარდის მაგიდა, ჯაკუზი, მინიატურული მანქანების კოლექცია, ტიტულები, ასობიტ მაისური და უამრავი კეპი. ეს არის იმ ნივთების არასრული ჩამონათვალი, რასაც ნეიმარის სახლში შეხვდებით. თავდამსხმელმა ანა პაულა ოლივეირას უმასპინძლა და თავისი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერებინა.

19 წლის ფორვარდი თავისუფალ დროს თავს ბილიარდით და ვიდეო თამაშებით ირთობს, ის მუდამ მხიარულია და ინტერვიუს დროსაც არაერთხელ გაამხიარულა ჟურნალისტები, როდესაც მისი არეული ოთახი აჩვენეს ნეიმარმა სიცილით თქვა: "აქ ქარიშხალი იყო."

ნეიმარი მამასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც თავდამსხმელის საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია. მან ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩემი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ბრაზილიის საზღვრებს გარეთ წავიდეს სათამაშოდ. მან ხომ ახლახანს აიღო მართვის მოწმობა. ნეიმარს ყოველთვის ვასწავლი, რომ ბურთი ყველაზე ეჭვიანი ქალია, რადგან ცუდად მოპყრობის შემთხვევაში მაშინვე გარბის."

როდესაც ფორვარდს საყვარელ მანქანაზე კითხეს შემდეგი პასუხი მიიღეს:"პორშე დ ფერარი! ჩემი მანქანა აუცილებლდ თეთრი უნდა იყოს! ეს ჩემი საყვრელი ფერია!"

ნეიმარმა აღიარა, რომ სურს კარიერა ევროპაში გააგრძელოს და დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან თავის ოცნებას აისრულებს. "მომწონს ესპანეთი და იტალია, კლუბებიდნ გამოვარჩევდი: ბარსელონას, რეალს, მანჩესტერ იუნაიტედს, ჩელსის, მილანს, ინტერს..." dle 10.1

  • SunSay
  • 26 ივნისი 2011
  • 3392
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)