მოუ კანტერას მუშაობას გააკონტროლებს

ჟოზე მოურინიო ამიერიდან პასუხს აგებს არამარტო პირველ კლუბზე, არამედ "სამეფო კლუბის" ფაბრიკაზეც. ხორხე ვალდანოს წასვლის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ ხელში აიღო არამარტო პირველი გუნდის სპორტული საკითხების მოგვარება, არამედ მან საკუთარ ძალაუფლებას დაუქვემდებარა რიგით მეორე ეშელონი-"მადრიდის რეალის" ფაბრიკა. ამის შესახებ იუწყება გამომცემლობა AS.


ძალთა ახალი გადანაწილებები ფაქტიურად ბოლომდე ზღუდავენ რამონ მარტინესის ძალაუფლებას. შეგახსენებთ, რომ მარტინესი კანტერას ხელმძღვანელია. ორი კვირით ადრე მარტინესი შეხვდა "კასტილიასა" და "მადრიდის რეალ ც"-ს ფეხბურთელებს და მათ კლუბის გეგმები გააცნო... როგორც ჩანს, ეს მარტინესის ბოლო სიმღერა იყო, ვინაიდან სწორედ ამის შემდეგ აიღო საკუთარ ხელში მოურინიომ კანტერას მართვა. ამიერიდან ის ფაბრიკასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ კლუბის გენერალური დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესთან განიხილავს. მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა მარტინესის მფარველმა ხორხე ვალდანომ, მისი თანამდებობიდან გადაყენებაც არ უნდა იყოს ძალიან რთული.

ასე და ამგვარად, მოურინიო ბოლომდე მიიყვანს იმ საქმეს, რომელმაც სტარტი წინა წლის ზაფხულში აიღო. "მადრიდის რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამართულ პირველივე პრეს-კონფერენციაზე მოუმ განაცხადა, რომ სურს ჯანტერა ვარკსვლავების სამჭედლოდ აქციოს. ამის შემდეგ , პორტუგალიელი ნელ-ნელა უხშირებს ახალგაზრდა მადრიდისტების თამაშისთვის თვალყურის დევნებას, მან ისინი ლოს-ანჯელესშიც წაიყვანა წინასასეზონო მომზადებისთვის (მაშინ მას თან მორატა ახლდა). აღნიშვნის ღირსია, რომ რამონ მარტინესი ჟოზეს ურჩევდა ყურადღება ხოსელუზე გაემახვილებინა. ამის შემდეგ, მთელი სეზონის მანძილზე პირველ კლუბში შედგა 10 კანტერანოს დებიუტი:
ხუან კარლოსი, სარაბია, ადანი, მატეოსი, მორატა, ალექსი, ნაჩო, ტომას მეხიასი, ხესუსი და ხისელუ.

მოურინიო პირველად როდი იღებს ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე: "პორტუ"-ში ჟოზე აიძულდებდა ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელებს გამოეყენებინათ იგივე მიდგომები და პრინციპები, რასაც ის იყენებდა პირველ კლუბთან მიმართებაში. ანალოგიური ვითარება იყო "ინტერ"-ში და "ჩელსი"-შიც.


წყარო: AS.
dle 10.1

  • shvela
  • 23 ივნისი 2011
  • 2471
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)