სიგანდა:"ეს გამანადგურებელი რეზულტატია"

ხოსე ანხელ სიგანდას თქმით, მისი გუნდი 75–ე წუთამდე კარგად თამაშობდა, რის შემდეგაც მოდუნდა და მადრიდელებს საშუალება მისცა კიდევ ოთხი გოლი გაეტანათ.


არ ფიქრობთ, რომ "რეალმა" ამ მატჩის შემდეგ ძალიან დიდი ქება დაიმსახურა?

როგორც კი მოვდუნდით, მათ ოთხი გოლი გაგვიტანეს. ეს რეზულტატი გამანადგურებელია. 15–ე წუთიდან გუნდი კარგად თამაშობდა და მეორე ტაიმის 30–ე წუთამდე ჩვენ ვბრძოლობდით. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გოლს გავიტანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 15 წუთში ასეთი ცუდი შედეგი მივიღეთ.

და რა მოგივიდათ მატჩის ბოლო წუთებში?

ჩვენ გავაკეთეთ სამი ცვლილება და ამ ყველაფერმა გუნდის რიტმი შეცვალა. 2:0–ის შემდეგ კი მოვეშვით. მათ მოედნიდან გაჰყავთ საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ შემოჰყავთ იმავე დონის მოთამაშე. ისინი ფლობენ უმაღლეს კლასს და თუ მათ მისცემ თამაშის საშუალებას, ისევე გაანადგურებენ მეტოქეს, როგორც დღეს.

თქვენი გულშემატკივრები შინ დამწუხრებულნი ბრუნდებიან...

ბოლო 15–მა წუთმა დაუკარგა თამაშს აზრი. გულშემატკივრები ჩამოვიდნენ, რათა სიამოვნება მიეღოთ. სამწუხაროა, რომ არაფერი გამოგვივიდა. წააგო 1:0 ან 5:0 არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ყველა შემთხვევაში ნული ქულა გაქვს. ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ ამ შედეგზე და მოვემზადებით ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის.

სამ ტურში თქვენ ვერ შეძელით გოლის გატანა...

გოლს აუცილებლად გავიტანთ. ჩვენ მივდივართ მეტოქის კართან და ძალიან კარგადაც ვთამაშობ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში არადამაჯერებლად ვთამაშობთ. ჩვენ ვიმუშავებთ ბევრს, რათა ეს პრობლემა დავხვეწოთ.



ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 21 სექტემბერი 2009
  • 3318
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (188)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)