პიპიტა : "ნებისმიერი ფეხბურთელის გადმოსვლას მივესალმები"

"ბლანკოსის" არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ეშინია კონკურენციის და ნებისმიერ ტრანსფერს მიესალმება, რომელიც სამეფო კლუბში განხორციელდება.


"ჩემთვის კონკურენცია არასდროს ყოფილა საშიში, რადგან ცხოვრება ბრძოლაა და ფეხბურთშიც ანალოგიური სიტუაციაა. როდესაც სამეფო კლუბში მოვედი ჩემი კონკურენტები ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან : რაული, რუუდ ვან ნისტელროი, არიენ რობენი და კიდევ ბევრი სხვა უმაღლესი კლასის შემტევი, მაგრამ არაფრის შემშინებია."

"როდესაც ისეთი დონის კლუბში თამაშობ, როგორიც "რეალია" ყოველთვის მზად უნდა იყო კონკურენციისთვის, რადგან აქ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იყრიან თავს."

"ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, რომ გუნდს სურს წინახაზელის დამატება, მე ნებისმიერ ტრანსფერს მივესალმები, რადგან ვთვლი, რომ თავდამსხმელის გუნდში მოსვლა კიდევ უფრო გაზრდის შეტევით პოტენციალს, რაც კლუბის შედეგებზე დადებითად აისახება."
dle 10.1

  • Hala
  • 22 ივნისი 2011
  • 1938
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)