ფეხბურთელები "პირველობით" გახარებულნი არიან

რასაკვირველია, "რეალის" უკლებლივ ყველა მოთამაშე გახარებულია "ხერესთან" მოგებული შეხვედრით.ხუთმა გატანილმა გოლმა, გუნდი ლა ლიგის ცხრილის სათავეში მოაქცია, რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია ჩემპიონობაზე საუბარი, თუმცა ყველაფერი აქედან იწყება.


გრანერო: "რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის გადამწყვეტი ფეხბურთელია, ყველა მიმართულებით.ჩვენ საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ ყველას დავანახეთ ჩვენი სიძლიერე.გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გულშემატკივრები გაარებულნი წავიდნენ სტადიონიდან.ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნელ-ნელა ადაპტაციას გავდივართ და მალე თამაშის ყველა ასპექტს გავაუმჯობესებთ."
"ახლა ბარსელონაზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის.ჩვენი მომავალი ოპონენტი ვილიარეალი გახლავთ.რასაკვირველია, კარგია პირველი ადგილი, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩემპიონატის ბოლო ტური იქნება."

ალბიოლი: "კმაყოფილი ვარ გამარჯვების მოპოვებით.ჩვენ საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გახარებული ვარ 5 გოლითა და 3 ქულით.ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.ვაღიარებ, რომ პირველ წუთზე გატანულმა გოლმა ცოტა მოგვადუნა, ამიტომაც ვერ შევძელით 75-ე წუთამდე მეორე ბურთის გახვევა."
"ყველაზე პოზიტიური მომენტი ის არის, რომ შევძელით 5 უპასუხო გოლის გატანა.ახლა ეს ეიფორია უნდა გადავდოთ და სრულად გადავერთოთ მომავალ შეხვედრაზე.თამაშების შორის არცთუ ისე დიდი დრო გვაქ დასასვენებელი, ამიტომაც ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტია, "ვილიარეალთან" რაც შეიძლება კარგად მომზადება."

მარსელო:
"ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და ასე უნდა გავაგრძელოთ, რათა შევინარჩუნოთ ეს დინამიკასამეფო გუნდის სიძლიერე, სწორედ გოლებში აისახა..რაც შეეხება რონალდუს, ის შესანიშნავი მოთამაშეა და ნამდვილად დიდი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში.მან დუბლი შეასრულა და მე ამით გახარებული ვარ."
"ასევე ძალიან გამიხარდა დიარასა და ნისტერლოის დაბრუნება.ისინი 1 წლის უთამაშებელნი იყვნენ და კარგია რომ ყველაფერი რიგზეა."
"მომწონს, როდესაც ჩემს გუნდს გათამაშების პირველ საფეხურზე ვხედავ.ასე უნდა გავაგრძელოთ და საბოლოოდ დიდი ზეიმიც არ დააყოვნებს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)