კოენტრაო ცალი ფეხით რეალშია

ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს კოენტრაოს შეძენა და არც თავად ფეხბურთელი მალავს სიმპათიას მადრიდის რეალის მიმართ, მიუხედავად ამისა ბენფიკა ამ ტრანსფერს აჭიანურებს, თუმცა პორტუგალიაში უკვე "გაჟონა" ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელი სულ მალე თეთრ ფორმას მოირგებს.


პორტუგალიელი რეპორტიორების განცხადებით, "არწივების" პრეზიდენტი ლუის ფილიპე ვიეირა, მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს მადრიდის რეალის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ფაბიო რეალში 22 მილიონ ევროდ გადაბარგდებოდა.

კოენტრაოს უკვე ელოდებიან მადრიდში, რათა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და მოაგვაროს კონტრაქტის საკითხები, სავარაუდოდ ეს ყველაფერი მიმდინარე კვირის უქმეებზე მოხდება, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ არც ერთი მხარე არ ადაასტურებს ოფიციალურად.

სამეფო კლუბის ოფიციალურმა პირებმა კი განაცხადეს, რომ ისინი არანაირ კომენტარს არ გააკეთებენ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ხმებზე, რომელიც მათივე მოგონილია. ხოლო პორტუგალიურ გამომცემლობა A Bola-ს თუ დავუჯერებთ ბენფიკა უკვე ეძებს კოენტრაოს შემცვლელს და თვალი ყაზანის რუბინის მცველ კრისტიან ანსალდის დაადგეს. dle 10.1

  • SunSay
  • 18 ივნისი 2011
  • 2272
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (252)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)