სარაგოსას მორატას არენდით აყვანა სურს

ჟოზე მოურინიოს სურს მორატამ კასტილიაში გააგრძელოს ასპარეზობა, რათა შემდეგი სეზონიდან მადრიდის რეალს დაეხმაროს, თუმცა ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და გრანდები მის შეძენას ცდილობენ, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი მისი არენდით გაშვება იქნება ესპანეთის ჩემპიონატში, რათა შეეჩვიოს ლა ლიგას ატმოსფეროს.


სარაგოსას შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს დააჩქაროს მოლაპარაკება მადრიდის რეალთან ახალგაზრდა ფორვარდის არენდით აყვანასთან დაკავშირებით (შეგახსენებთ მორატას დებიუტი ლა ლიგაში სწორედ სარაგოსას წინააღმდეგ შედგა). ალვაროს შეძენა სარაგოსას გარდა კიდევ ბევრ გუნდს სურს, ამიტომ მისი აგენტი გადის კონსულტაციას სამეფო კლუბის ოფიციალურ პირებთან, რათა დააზუსტოს აპირებენ თუ არა თეთრები მისი კლიენტის გუნდში დატოვებას და დაწინაურებას.

მოურინიოს სურს მორატა დარჩეს კასტილიაში და როცა საჭირო იქნება გამოიყენოს იგი ძირითად გუნდში, მორატა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და მისი გუნდიდან გაშვება არავის სურს, თუმცა სარაგოსას წინადადება ძალიან მიმზიდველია, რაადგან ფეხბურთელს მიეცემა შანსი რეგულარულად იასპარეზოს ლა ლიგაში და აკრიფოს ის გმოცდილება, რაც საჭიროა მადრიდის რეალში სათამაშოდ.

სარაგოსა შესანიშნავი შანსია თავად მორტასათვის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასაწყებად, თავის დროზე სარაგოსაში თავიანთი ძალები მოსინჯეს ახალგაზრდა მორიენტესმა და დავიდ ვილამ. ალვაროს კასტილიელი მეგობარი უკვე ირიცხება ამ კლუბში და შეუძლია მას კონსულტცია გაუწიოს, იმ შემთხვევაში თუ ფორვარდი სწორედ სარაგოსაზე გააკეთებს არჩევანს.

მადრიდის რეალი არ აპირებს კანტერის ერთ-ერთი მარგალიტის დაკარგვას, ამაზე ისიც მოწმობს, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ფეხბურთელს კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივოს, თუმცა 1 წლიან იჯარაზე მადრიდული გრანდი უარს ნამდვილად არ იტყვის.
dle 10.1

  • SunSay
  • 18 ივნისი 2011
  • 1942
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)