ნური შაჰინი: "ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებ"

ნური შაჰინმა გერმანულ გამომცემლობა Deutsche Welle-სთან მადრიდის რეალის შესახებ ისაუბრა.


- დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი მოიგეთ, შემდეგ კი მადრიდის რეალში გდაბარგდით... წესით ბედნიერი უნდა იყოთ!

- რა თქმა უნდა ახლა სიხარულით აღსავსე ვარ, მე ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავედი, ბლანკოსში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

- ძირითადში მოხვედრა გაგიჭირდებათ თქვენი კონკურენტები ხაბი ალონსო და სამი ხედირა იქნებიან...

- ვიცი რომ რეალში ძალიან დიდი კონკურენცია, თუმცა ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლებ.

- დორტმუნდიდან მადრიდში გადაბარგება არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით იწვევს დიდ ცვლილებას თქვენს ცხოვრებაში, არამედ სრულიად შეიცვლება გარემო, რომელშიც აქამდე ცხოვრობდით. მოასწარით თქვენი მომავალი სახლის დათვალიერება?

= მადრიდს უკვე გავეცანი, შესანიშნავი პირობებია ცხოვრებისათვის, უკვე დავიწყე სახლის ძებნა და ივლისის დასაწყისში ესპანეთის დედაქალაქში გადავბარგდები.

- მზად ხართ დაიწყოთ მუშაობა ახალ პარტნიორებთან ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ?

- ტრავმა სრულად მოვირჩინე და მადრიდში ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები, ასე რომ ნამდვილად მზად ვარ შევუდგე სამუშაოს.

- ყველა სიკეთესთან ერთად მადრიდის რეალში თქვენს გვერდით ითამაშებენ ალტინტოპი და ოზილი, რომლებთანაც უკვე დიდი ხნის ნაცნობობა და მეგობრობა გაკავშირებთ..

- ნებისმიერი ნაცნობის ნახვა გუნდში ჩემთვის სასიხარულოა, რადგან უფრო ადვილად შევერწყმები მადრიდულ გრანდს და ადვილად გავიგებ მის ფილოსოფიას. მესუთ ოზილთან დიდხანს ვსაუბრობდი რეალის შესახებ და მან რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მომცა, რომელიც აუცილებლად დამეხმარება ადაპტაციის სწრაფად გავლაში.

- ისაუბრეთ მასთან (ოზილთან) ესპანური ენის სირთულეებზე?

- დარწმუნებული ვარ მალე გადავლახავ ენის ბარიერს, სიმართლე გითხრათ უკვე წელიწადნახევარია ვსწავლობ ესპანურს.

- რატომ დაიწყეთ სწავლა ესპანეთში გადასასვლელად ემზადებოდით? იცოდით, რომ შემდეგ სეზონში იქ მოგიწევდათ თამაში?

- არა, უბრალოდ მაინტერესებდა ეს ენა და ბორუსიას სხვა ფეხბურთელებთან ერთად დავიწყე ესპანურის შესწავლა, ჩვენი მასწავლებელი ლუკას ბარიოსის მთარგმნელი იყო.

- შეგიძლიათ გვითხრათ რამე ესპანურად?

- ჩემი მიზანია, შემდეგი ინტერვიუ მთლიანად ესპანურად მივცე ჟურნალისტებს. dle 10.1

  • SunSay
  • 18 ივნისი 2011
  • 2189
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)