ნეიმარი - ბრწყინვალე შენაძენი თუ დიდი შეცდომა?

ამ თემაზე ფიქრობს პრაქტიკულად, მთელი მადრიდული სამყარო...


მე შევეცდები ჩამოვაყალიბო 5 მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ნეიმარის შეძენა შეცდომად. და აგრეთვე დავწერ 5 მიზეზს, თუ რატომ იქნება ბრაზილიელი ვუნდერკინდის მადრიდში გადმობირება ბრწყინვალე შენაძენად და უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა შეიძინოს პერესმა ნეიმარი.

ნეიმარი - ბრწყინვალე შენაძენი თუ დიდი შეცდომა?



ადაფტაცია ახალ გარემოსთან


1) ნეიმარი უდავოდ, უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ბრაზილიელმა ვუდერკინდმა თავისი თამაშით თავი ჯერ მხოლოდ ბრაზილიაში გაითქვა. ესპანეტის ჩემპიონატში კი, ახალგაზრდა ფეხბურთელს სულ სხვა გარემო ელოდება, რადგან "ლა ლიგის" ჩემპიონატში უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ ვიდრე ბრაზილიის ჩემპიონატში. ნეიმარს ბურთის დამუშავებისთვის ძალიან ცოტა დრო ექნება და რა თქმა უნდა გაუჭირდება ესპანეთის ჩემპიონატის სწრად ტემპთან შეჩვევა. აგრეთვე, ის აღარ იქნება გუნდის მთავარი ფიგურა და ამ ყველაფერს ემატებას ისიც, რომ და სილვა გამოუცდელი ფეხბურთელია და ახალ გარემოსთან ადაპტაცია ძალიან გაურთულდება.


მოურინიოს გუნდში ადგილის დამკვირდება


2) პორტუგალიელთან მუშაობის დროს უბრალოდ ტალანტი არ არის საკმარისი. მოურინიოს გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად, ფეხბურთელმა ვარჯიშებზე არაფერი არ უნდა დაიშუროს და ბოლომდე დაიხარჯოს. აგრეთვე ჟოზე დიდ ყურადღებას აქცევს ფეხბურთელის ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამ მხრივ კი ნეიმარის მონაცემები ყველასთვის უცნობია.


სკანდალური პიროვნება


3) აგრეთვე გასათვალისწინებელია ნეიმარის პიროვნება. ის განთქმულია თავისი სკანდალური ქმედებებით. იყო შემთხვევა, როცა ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს გოლის გამომწვევად აღნიშვნის გამო.


ურთულესი ხასიათი


4) და სილვას ურთულესი ხასიათი აქვს. ერთხელ, როცა მას არ დაარტყმევინეს თერთმეტმეტრიანი, ძალიან გაბრაზდა და პირდაპირ მოედანზე დაიწყო ჩივილი. მწვრთნელმა ის მოედნიდა გაიყვანა და ვეტო დაადო. კლუბმა კი მწვრთნელი გააძევა და ნეიმარი ფულადი გადასახადით დააჯარიმა.


უგუნურობა პირად ცხოვრებაში


5) იმის მიუხედავად, რომ ნეიმარი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ის ვალდებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი მეგობარი გოგონა მისგან შვილს ელოდება. ამ ყველაფერში კი წვლილი ფენომენს მიუძღვის. მან დაარიგა ახალგაზრდა ფეხბურთელი, პასუხისმგებლობა აეღო ბავშვზე.


5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შეიძინოს პერესმა ნეიმარი

ნეიმარი - ბრწყინვალე შენაძენი თუ დიდი შეცდომა?



შეუდარებელი ტალანტი


1) დღესდღეობით არ არსებობს მსოფლიოში ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარზე დიდი პოტენციალი გააჩნია. როცა და სილვა ფორმაშია, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გაჩერება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ბურთთან ყოველი შეხება გენიალურია, მისგან ყოველთვის განსაკუთრებულს ელიან. თუ ის დიდი მოტივაციით ითამაშებს, ალბათ, მსოფლიოს არცერთ კლუბში არ გაუჭირდება ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.


უსასრულო პოტენციალი


2) და სილვა დაიბადა 1992 წლის 5 თებერვალს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მისი პროგრესით ყველა გაოცებულია. ისეთ მწვრთნელთან როგორიც ჟოზე მოურინიოა, ნეიმარს უდიდესი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია.


საგოლე ალღო და შესანიშნავი დარტყმა


3) აღსანიშნავია, რომ სანტოს ჯუნიორს თავის ახალგაზრდა ასაკთან შედარებით ძალიან ბევრი გოლი გააქვს. მას შეუძლია თავი შორიდან დარტყმით გამოიჩინოს ან მეტოქეთა მეკარეები თავური დარტყმით დაამწუხროს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ სანტოსის ფეხბურთელი აკეთებს საკმაოდ ბევრ საგოლე გადაცემებსაც.


კრეატიულობა, გენიალურობა და ჯადოქრობა მოედანზე.


4) რაც შეეხება ბრაზილიელის თამაშის სტილს, ნეიმარს აქვს განსხვავებული ტექნიკა. ყოველ მატჩში ის ნამდვილ სპექტაკლებს უწყობს გულშემატკივრებს. აკეთებს საოცარ ფინტებს, შემდეგ კი მთელი ქვეყანა ცდილობს "დააკოპიროს" მისი თამაში. აგრეთვე ის ორივე ფეხს ერთ დონეზე ხმარობს და გააჩნია საოცარი სისწრაფე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნეიმარის გადაცემები, ის ულამაზესი პასებით ამარაგებს თანაგუნდელებს. ასეთი თამაშით, ნეიმართან ერთად რეალის ფორვარდები უფრო მეტი გოლის გატანას შესძლებენ.


ფინანსურად წინ გადადგმული ნაბიჯი


5) ნეიმარი იდეალურად ჯდება პერესის პოლიტიკაში. ფეხბურთელი, რომელიც ასპარეზობს მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ნაკრებში, არის ძალიან პოპულარული არამხოლოდ მის ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც. ახალგაზრდა ვუნდერკინდს უდიდესი ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია.

ძალიან კარგი ვიდეო ნეიმარზე

dle 10.1

  • dato818
  • 16 ივნისი 2011
  • 6524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)