რეინკარნაცია

 რეინკარნაცია


ზოგიერთი იმისთვის იბადება, რომ ფეხბურთი ითამაშოს...


 რეინკარნაცია


ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო დაიბადა 12 სექტემბერს 1976 წელს ბრაზილიის ქალაქ რიო დეჟანეიროს მახლობლად, ბენტო რიბეიროში. რონალდო მდიდრის ოჯახში ნამდვილად არ დაბადებულა. დედამისი პიცერიაში დამლაგებელი იყო, ხოლო მამა სატელეფონო კმომპანიაში მუშაობდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს, რომელიც არაფრით არ იყო განსაკუთრებული, სამუშაოდან დაბრუნებულმა მამამ "დადადოს" (ასე ეძახიან მეგობრები) მისი მომავალი საუკეთესო მეგობარი ბურთი აჩუქა და სწორედ ამ დღის მერე ის ბურთით არავის უნახავს. რონალდო განათლების დიდი დონით არასოდეს გამოირჩეოდა და არც თავდაუზოგავი მეცადინეობა ხიბლავდა, მხოლოდ ვარჯიშობდა შეუჩერებლად. სულ ცოტა ხანში "კიჭა" სასურველი ეზოს გუნდის მოთამაშე გახდა.
სულ მცირე ხანში კი მისგან ნამდვილი რაკეტა ჩამოყალიბდა.

 რეინკარნაცია


პირველად მან ფეხი კლუბ "ვალკუერეში" აიდგა, მაგრამ საკვირველია , რომ ის მეკარის პოზიციაზე თამაშობდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც. მასში ღრმად განისვენებდა მსოფლიო კლასის ფენომენალური თავდამსხმელი. მაგრამ მისმა მიძინებულმა ნიჭმა მალევე გამოიღვიძა და უკვე "ვასკო და გამასთან" გამართულ შეხვედრაში დაიწყო მისი გოლების გრძელი ციკლი. ასეთი კარგი თამაშით მას არ გასჭირვებია მიექცია "სოციალ რამოსის" ხელმძღვანელის ყურადღება. პიველმა დიდიმა წარმატებამ არ დაახანა და ის 17 წლამდელთა ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. ნაკრებთან ერთად ის კოლუმბიაში გაემგზავრა და მალე იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასეთი წარმატების შემდგომ მისი კლუბის თავკაცმა, რომელსაც ის 7 500 დოლარად ჰყავდა შეძენილი "კრუზეიროს" 50 000 დოლარად მიჰყიდა.

 რეინკარნაცია


"კიჭას" მეგობრები დღეს იხსენებენ თუ როგორ შეეძლო მას ყველა სიტუაციიდან გამოსავალი ეპოვა, როგორი ცელქი და მხიარული იყო პატარაობისას. თურმე ცელქი რონალდო თავის თანატოლებს ჰამბურგერებს ჰპარავდა, მწვრთნელს კი ბუცებს. თავის შეცოდების უბადლო ოსტატი ოყო და ხშირად ჟურნალისტებსაც აგიჟებდა. ერთხელ რესტორანში შესულა და ისე მოუსაწბია თავი, რომ მენეჯერს გულმა ვეღარ გაუძლო და მთელი სერვიზი–თეფშები, ჩანგლები და ჭიქები აჩუქა.

 რეინკარნაცია


მისი პირველი დიდი ნაბიჯი ფეხბურთში ჰოლანდიური "პსვ ეინდჰოვენი" იყო. რონალდოს განსაკუთრებულობა კომპანია "ნაიკმაც" შეამჩნია და მასთან კონტრაქტი გააფორმა. არადა ერთი წლით ადრე მას ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.

 რეინკარნაცია


1996 წელს ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრებმა საპატიო მესამე ადგილი დაიკავა ხოლო თავად რონალდო მის გუნდში საუკეთესოდ დასახელდა. შესაბამისად მისი შეძენით "ბარსელონა" დაინტერესდა. "ბარსასთან" მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებამ აიძულა "ნაიკიც" სასწრაფოდ ზომები მიეღო, რადგან უკვე მას ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. "ბარსას" შემადგენლობაში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. გუნდში ყოფნა რონალდოს ძალიან სურდა, მაგრამ როგორც ბევრ ფეხბურთელს ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა. სარფიანმა წინადადებამაც არ დააყოვნა იტალიიდან და რონალდო "ინტერნაციონალეს" რიგებში ჩაირიცხა.

 რეინკარნაცია


"ინტერმა" , მილანმა და სრულიად იტალიამ "კიჭა" მალე შეიყვარა. ჩემპიონატში შესრულებული ორი ჰეთ–რიკის მერე მას გულშემატკივრებმა "ფენომენი" უწოდეს. ინტერში ყოფნისას მან უამრავი ტიტული მიიღო: „ოქროს ბუცი“, „ოქროს ბურთი“ და „ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის“ ტიტული. მომავალი მისი სეზონი "ინტერისთვის" არც ისე კარგი გამოდგა, ხოლო მისთვის პირადი მიღწევების მიხედვით ცუდი არ ყოფილა. მან 1998 წელს 19 თამაშში ბრაზილიის ნაკრების ფორმით 14 ბურთი გაიტანა და ზიდანი შემდგომ მეორედ აღიარეს.

 რეინკარნაცია


მას პრობლემები წარმოეშვა ცხოვრებაში: ჯერ იყო და ჟურნალისტების ჭორების გამო თავის მეგობარ გოგონას სუზანა ვერნერს დაშორდა და ეს სწორედ 1998 წელს ფინალამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიუხედავად მწვრთნელის გადაწყვეტილებისა მოედანზე ედუარდო გაეყვანა, მან ბოლოს არჩევანი მაინც რონალდოზე გააკეთა. რონალდომ ფინალი ითამაშა, მაგრამ ფრანგების წინააღმდეგ უძლური გამოდგა. როდესაც მოახერხა, სუზანა ვიერი გადაივიწყა და მასთან დაკავშირებული ამბები, შეირთო ცოლად მილენა დომინგესი და თავს ბედნიერადაც გრძნობდნენ, შემდგომ მილენას კლარენს ზეედორფთან, რომ არ ეღალატა მისთვის. ასევე სენსაციური გამოდგა ინტერის თავკაცის მარჩელო ლიპის განცხადება, როცა ის მილანელებს ჩაუდგა სათავეში: "მე რონალდო არაფერში მჭირდება!" და ამ ფრაზამ ის სათადარიგოთა სკამზე გაისტუმრა. მისთვის წარმატებული გამოდგა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სადაც მან 8 ბურთი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ბრაზილიამ მეხუთედ მიიღო ეს სანუკვარი ტიტული.

 რეინკარნაცია


არ დაგვავიწყდეს "ინტერში" მიღებული ტრავმა, რომელმაც ფეხბურთელი აიძულა უამრავი ოპერაცია ჩაეტარებინა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაართულა მისი მდგომარეობა და ნერვული სისტემა კიდევ უფრო დაუშალა.

 რეინკარნაცია


„მსოფლიო–2002“–ის შემდეგ რონალდო "რეალში" გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 000 000$ დოლარად შეძლო. „რეალში“ რონალდომ შესანიშნავად ჩაატარა 4 სეზონი. „მსოფლიო–2006“–ზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

 რეინკარნაცია


ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7 500 000$ დოლარის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანა კვლავ დაიწყო დაიწყო. მილანში ჩატარებულ 21 თამაშში რონალდომ 10 გოლი გაიტანა,თუმცა მის კარიერას მილანში თას სდევდა გამუდმებული ტრავმები.სწორედ მილანში თამაშისას მიიღო მეორე სერიოზული ტრავმა, როცა ამჯერად უკვე მეორე მუხლზე დაიწყვიტა მყესები.

 რეინკარნაცია


მრავალს ეგონა, რომ მისი კარიერა ამით დასრულდა, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი შეუდარებლობა, ფიცხი ხასიათი და არ დანებდა ტრამვებს. მან ბრაზილიაში "ფლამენგოსთან" ერთად გააგრძელა ვარჯიში და როცა ალაპარაკდნენ, რომ მისი კარიერა აქ გაგრძელდებოდა, სწორედ ამ დროს "კორინთიანსთან" მოაწერა ხელი კონტრაქტს. 13 თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ის მოედანს დაუბრუნდა და პირველმა გოლმაც არ დაახანა. ამის შემდეგ იწყება ახალი ერა მის ცხოვრებაში. კორინთიანსის რიგებში სულ ეფრო და უფრო პოულობს თავის თამაშს, მაგრამ ტრავმებიც ხშირად აკითხავდნენ მას. მატჩში რომელიც 2009 წლის 26 ივლისს გაიმართა "პალმეირასის" წინააღმდეგ, "კორინთანსის" ლიდერი მეტოქეს შეეჯახა და ძირს დაეცა. ამ დაცემის შედეგად კი მან ხელი მოიტეხა. ხელის ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულ რონალდოს აშკარად წონა ჰქონდა მომატებული და ძველებურად ვეღარ თამაშობდა. მაგრამ მოედანზე დაბრუნებულს ისევ არ გაუმართლა და სეზონის ბოლოსწინა თამაშში რონალდომ ბარძაყის ტრავმა მიიღო.

 რეინკარნაცია


"ფენომენმა" თავისი კარიერა 7 ივნისს ბრაზილია–რუმინეთის ტესტ მატჩის დროს დაასრულა.

 რეინკარნაცია


''მილანში'' ყოფნის პერიოდში მან აღმოაჩინა თავისი ჭარბი წონის მიზეზი, რაც მის "კარირის ჩასვენების" მიზეზი გახდა. ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: ''ოთხი წლის წინ, როდესაც მე ვიყავი ''მილანში'', აღმოვაჩინე, რომ დაავადებული ვიყავი ჰიპერტიროიდიზმით, რამაც გამოიწვია შენელებული მეტაბოლიზმი და შედეგად წარმოიშვა ჭარბი წონა. მკურნალობისთვის უნდა მიმეღო ჰორმონები, მაგრამ რადგან ეს ფეხბურთში დოპინგად ითვლება, მე არ შემეძლო ამის გაკეთება. ბევრი ჟურნალისტი ხუმრობს ჩემს წონაზე, მაგრამ მე ეს არ მწყინს.''

რონალდო–––––"ელ ფენომენო"

"ელ ფენომენო"_1

"ელ ფენომენო"_2

"ელ ფენომენო"_3

"ელ ფენომენო"_4

"ელ ფენომენო"_5

"ელ ფენომენო"_6


გატანილი გოლების რაოდენობა:

კლუბები:––––352გოლი (საშუალოდ თამაშში_0.683)

ნაკრები:––––64 გოლი (საშუალოდ თამაშში_0.639)

23 წლამდე ნაკრებში:––––6 გოლი (საშუალოდ თამაშში_0.750)

ჯამში:––––420 გოლი (საშუალოდ თამაშში_ 0.677)

რონალდო– "არასოდეს დავნებდები!!!"

მას ვისაც ფეხბურთის მატჩი უნახავს, ან წამით მაინც შეხებია ბურთს მწვანე მოედანზე, ძნელია დაივიწყოს ის განცდა რაც პირველად დაეუფლება !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)