კლოდ მაკელელემ კარიერა დაასრულა

ბლანკოსის ლეგენდამ კარიერა დაასრულა,მაგრამ გადაწყვიტა კლუბში სკაუტად დარჩეს...



კლოდი 1972 წლის 18 თებერვალს დაიბადა ქალაქ კინშასაში. 4 წლის ასაკში იგი ოჯახთან ერთად პარიზში გადავიდა. მისი მამა ფეხბურთელი იყო და ბელგიის ლიგაში გამოდიოდა, მას არ სურდა შვილი მის გზას დადგომოდა, ამიტომ მაკელელეს აიძულებდა ესწავლა, მიუხედავად ამისა კლოდის სიყვარული ბურთისადმი იმხელა იყო, რომ მშეობლების წინააღმვდეგობის მიუხედავად მაინც ფეხბურთელი გახდა.

მისი პირველი კლუბი ფრანგული ბრესტი იყო, სადაც კლოდმა თავი კარგად გამოიჩინა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, აქედანვე ჩანდა, რომ მას დიდი მომავალი ჰქონდა. შემდეგ სეზონში იგი ნანტში გადავიდა სადაც 5 დაუვიწყარი წელი გაატარა. იგი ფრანგული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს ჯილდო მან სამართლიანად მიიღო. სწორედ მისი "ბრალია" რომ ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ნახვარფინალამდე გააღწია.

ახალგაზრდა ტალატნიტს თამაშით ბევრი ფრანგული გრანდი დაინტერესდა, ყველაზე მეტად კი მარსელის ოლიმპიკი აქტიურობადა და სწორედ ამ გუნდში ამოყო მაკელელემ თავი, მაგრამ კლუბის მთავარ მწვრთნელთან ურთიერთობა ვერ დაალაგა და იძულებული გახდა ესპანეთში გამგზავრებულიყო. იგი სელტას რიგებში ჩაირიცხა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ესპანეთში ადაპტაცია მალე გაიარა და თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. მალე მაკელელე ნახევარდაცვის მეფედ იქცა თავისი სტაბილური თამაშით. ამ დროს მადრიდის რეალს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამ საკითხის მოსაგვარებლად სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანგი ლეგიონერის შეძენა გადაწვიტა, ამ ტრანსფერმა 100% ით გაამართლა, მაკელელე გადმოსვლისთანავე იქცა მადრიდის რეალის ნახევარდაცვის ლიდერად, მისი სტაბილური თამაში ფრთებს უშლიდა შემტევ ფეხბურთელებს და მთელი ძალებით შეტევაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. კლოდთან ერთად ბლანკოსმა 2-ჯერ მოიგო ლა ლიგას თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, თასების თასი და მსოფლიო საკლუბო თასი.

2003 წელს კლოდი გუნდიდან გაუშვეს, ჩელსიმ მასში 17 მილიონი ევრო გადაიხადა. კლაუდიო რანიერიმ კი ამ ფეხბურთელით შესანიშნავად იხეირა.

მაკელელემ "ჩელსიში" 5 სეზონი გაატარა,ამის შემდეგ კი გადაბარგდა მშობლიურ პსჟ-ში,სადაც სამი სეზონი გაატარა.38 წლის მაკელელემ საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობა 2008 წლის ივნისში დაასრულა, 2009 წელს კი საერთოდ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გაანცხადა. თუმცა შემდეგ პარიზელთა წინადადებას დათანხმდა და 80 მატჩი ითამაშა.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)