კასილასი: მზად ვარ "რეალში "მოვკვდე"

იკერ კასილასმა ისაუბრა კლუბზე, კლუბში არსებულ მდგომარეობაზე და რონალდოზე.


კასილასი: ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, თუმცა უკვე გვაქვს შედეგი. ჩვენ მოვიგეთ კოპა დელ რეი, რომელიც "რეალს"18 წლის მანძილზე არ ჰქონდა მოგებული.
მიხარია, რომ ამ ტიტულის მოგება შევძელით რადგან ყველა ჯილდო მოპოვებული მქონდა, გარდა "სამეფო" თასისა.

მაგრამ "რეალმადრიდი" არის კლუბი სადაც ყოველთვის უფრო მეტს მოითხოვენ. ჩვენ გვჯერა რომ უფრო მეტ ტიტულს მოვიგებთ შემდეგ სეზონში.
მე მსურს ყოველთვის მოვიგო ტიტულები - მოგებული მაქვს ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, მაგრამ მინდა სამჯერ მოვიგო, ლა-ლიგა 4 ჯერ და მინდა 5-ჯერ მოვიგო.

მაურინიომ ყველაფერი გააკეთა, იმისთვის რომ ჩვენ უფრო ქმედითუნარიანები ვყოფილიყავით. იგი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.

"რეალი" - განსაკუთრებული კლუბია. მე მზად ვარ აქ "სიკვდილისთვისაც".
გუნდს ჰყავს ნამდვილი გულშემატკივრები რომლებიც მუდამ კლუბის გვერდში არიან.

მე არასდროს მქონია შანსი მეთამაშა ჰუგო სანჩესთან ერთად. როდესაც იგი თამაშობდა მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.მაგრამ ახლა ვთამაშობ ისეთ ფანტასტიურ ფეხბურთელთან, როგორიც კრისტიანო რონალდოა, მან შეძლო და ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იგი სრული რეკორდმენი გახდა "ლა-ლიგაში" ეს ფანტასტიური შედეგია. იმედი მაქვს მე მასთან კიდევ დიდხანს მომიწევს თამაში.

წყარო:RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)