ექსპერტის აზრი შაჰინისა და ალტინტოპზე

რუსული საიტი RealMadrid.Ru გაესაუბრა НТВ+ ის ჟურნალისტ კირილ დემენტევს. იგი არის გერმანიის ჩემპიონატის მატჩების კომენტატორი და რუსეთში ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ექსპერტად ითვლება. საიტის ჟურნალისტებმა მას ორი თურქის მადრიდის რეალში გადმობარგების შეფასება თხოვეს.


"მოედანზე ნური შაჰინი არის ადამიანი-კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია ზუსტი პასის გაკეთება ნებისმიერ მომენტში. მას თავი ყოველთვის აწეული აქვს და გახსნილ თანაგუნდელს ეძებს. მარცხენა ფეხით შეუძლია გააკეთოს გადაცემა, არ აქვს მნიშვნელობა შორს არის ადრესატი თუ ახლოს, პასი ყოველთვის იდეალურია. ბორუსიაში მისი ძირითადი ფუნქცია იყო შეტევების განვითარება, აგრეთვე მას აქვს შესანიშნავი დარტყმა და აგრეთვე უნაკლოდ ასრულებს სტანდარტებს. შაჰინის პოზიცია დღეს არატიპიურია, იგი სიღმეში მოთამაშე ფლეიმეიქერია. ამიტომ მასთან ერთად ნახევარდაცვაში უნდა ასპარეზობდეს ფეხბურთელი, რომელსაც არ ამარტო ბურთის ართმევა უნდა შეეძლოს, არამედ 2 კაცის სამუშაოს გაწევა, მას დორტმუნდში სვენ ბენდერი უმაგრებდა მხარს და იდეალურ დუეტს ქმნიდნენ. ბოლო დროს ნურიმ აშკარად მოუმატა ბურტის ართმევაში და შეტევების ჩაშლაში, მიუხედავად ამისა იგი ტიპიური საყრდენის პოზიციაზე ვერ "გაქაჩავს". ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას თავდამსხმელების უკან ვათამაშებთ გამთამაშებლად, მაშინ მისი ფანტასტიური გრძელი პასი გამოუყენებელი დარჩება. არ ვიცი როგორ აპირებს მის გმაოყენებას მოურინიო. თუ ის ორი საყრდენით გააგრძელებს თამაშს, შაჰინს ძირითადში მოხვედრის შანსი არ ექნება, რადგან მისი და ალონსოს დუეტი ნაკლებად პერსპექტიულია, ხშირ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის დუბლიორები იქნებიან. ხოლო თუ სათამაშო სქემა იქნება ისეთი, როგორიც ბარსელონასთან მატჩებში იყო, მაშინ შაჰინის გამოყენება შესაძლებელი იქნება. ესპნეთის ჩემპიონატის უმეტეს მატჩებში კი რეალი ამ შემადგენლობით ნამდვილად არ ითამაშებს. შეძლებს თუ არა ნური გახდეს ფეხბურთელი, რომელიც შეცვლაზე შემოვა და გუნდს გააძლიერებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ფსიქოლოგია მისი ყველაზე სუსტი მხარეა, მარტო ბუნდესლიგაში წელს, მან 3-ჯერ მოახერხა თერთმეტმეტრიანის გაფუჭება, არადა წესით მას ეს არ უნდა გაჭირვებოდა. ერთი სიტყვით ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ ფეხბურთელმა იჩქარა ამ ნაბიჯით, ერთი წელიც რომ დარჩენილიყო დორტმუნდში, აუცილებლად წაადგებოდა მას."

ექსპერტის აზრი შაჰინისა და ალტინტოპზე


"ალტინტოპის ტრანსფერი ყველაზე დიდი გამოცანაა ჩემთვის. ბაიერნში მან ვერადავერ მოახერხა ძირითადში ადგილის მოპოვება, მართლაც ძნელია გაუწიო კონკურენცია ბრწყინვალედ მოასპარეზე რიბერის, რობენსა და მიულერს. თუ მოურინიო აპირებს მის გამოყენებას, მეორე ტაიმში თამაშის გაძლიერების მიზნით, ვფიქრობ თავს ატყუებს, რადგან ალტინტოპი სხვა თურქი ფეხბურთელებისგან იმით გამოირჩევა, რომ ტაქტიკურად ძალიან განსწავლული და ჭკვიანი ფეხბურთელია, თუმცა სათადარიგო სკამიდან შესვლა მაინც ვერ ისწავლა. ხოლო თუ ჟოზე მას კონკრეტული მატჩისთვის გამოიყენებს, მაშინ შეიძლება ჰამიტმა გარკვეული წარმატება მოუმატოს რეალს." dle 10.1

  • SunSay
  • 11 ივნისი 2011
  • 3314
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)