რონალდო პერესს ნეიმარის ყიდვას ურჩევს

ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით, მადრიდის ”რეალი” ნეიმარით არის დაინტერესებული, თუმცა ბრაზილიელის აგენტის თქმით, არანაირ მოლაპარაკებებს არ აქვს ადგილი...


”სანტოსის” უნიჭიერესი ფეხბურთელით უამრავი ევროპული კლუბია დაინტერესებული და ბრაზილიელი ლეგენდა, ფენომენი, ფლორენტინო პერსს ურჩევს 19 წლის ვუნდერკინდის შეძენას.

აღსანიშნავია, რომ სხვა გუნდებთან შედარებით, ”რეალს” ყველაზე დიდი შანსი აქვს ნეიმარის ყიდვის, რადგან სწორედ ამ მოთამაშის აგენტმა მოიყვანა გუნდში რობინიო.

ფენომენი აღფრთოვანებულია თავისი თანამემამულის უნიკალური ასპარეზობით და მან ნეიმარის მისამართით ძალიან ბევრი საქებარი სიტყვა თქვა. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბრაზილიელმა ევროპაში უნდა გადაინაცვლოს, თუმცა რიბეირო აცხადებს, რომ, მისი კლიენტი მხოლოდ ”სანტოსზე” ფიქრობს.

”ნეიმარს ისეთივე კარიერა ექნება, როგორიც ლიონელ მესის აქვს, ანუ ისიც ადრეულ ასაკში მიაღწევს მწვერვალებს. შარშან ”ჩელსი” 35 მილიონს გვთავაზობდა, ახლა კი ნეიმარის ფასი 45 მილიონს უდრის. მინდა ასევე ვთქვა ისიც, რომ ჩემი ფეხბურთელით პერესი 2005 წელსაც ინტერესდებოდა” - აცხადებს რიბეირო.


წყარო:marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)