Roberto Carlos da Silva

Roberto Carlos da Silva

ლეგენდა სახელად-რობერტო კარლოსი !


რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, 1998 წელს მან მეორე ადგილი აიღო, ხოლო 2002 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეძლო მუნდიალის მოგება. ასევე მისი ერთ-ერთი პლიუსი შეუდარებელი სისწრაფე და გამაოგნებელი სიძლიერის დარტყმაა მისი მარცხენა ფეხით.

სანამ ბრაზილიელი თურქულ ”ფენერბახჩეში” გადავიდოდა, ის მადრიდის ”რეალის” ღირსებას იცავდა 11 წელი. მან შეძლო და მადრიდულ კლუბთან ერთად მოიგო 4 ლა ლიგა, 3 უეფას ჩემპიონთა ლიგა და 2 საკონტინენტთაშორისო თასი. ის ასევე იმ 6 ფეხბურთელთაგანია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 1997 წელს ”ფიფას” მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის რობერტო მოერე ადგილზე გავიდა, მას თანამემამულე რონალდომ გაასწრო, ხოლო 2004 წლის მარტში ბრაზილიელი პელეს მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 125 ფეხბურთელთა შორის მოხვდა.

რობერტოს საკლუბო კარიერა 1990 წელს ”სან პაულოში” დაიწყო. მან 2 წელი გაატარა მშობლიურ ქალაქში და ამ კლუბის მაისურით ბრაზილიის ჩემპიონატში 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა. 1992 წელს ის კიდევ ერთ ბრაზილიურ კლუბს ”ატლეტიკო მინეიროს” ესტუმრა თუმცა მან ამ ბრაზილურ კლუბთან ერთად მხოლოდ 3 მატჩი გამართა და მალევე წამოვიდა. მისი უკანასკენი მშობლიური კლუბი ”პალმეირასი” გამოდგა. რობერტომ ორი წელი გაატარა ”პალმეირასში” და ორჯერვე შეძლო ქვეყნის ტიტულის მოგება, სულ ამ კლუბის მაისურით კარლოსმა 68 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარის დალაშქვრა 5-ჯერ მოახერხა.

1995 წელს მან დაასრულა სამხრეთ ამერიკული კარიერა და მილანის ”ინტერში” გადავიდა სადაც ერთი წელი გაატარა, ”ნეაზურის” მაშინდელ მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ბრაზილიელის ნახევარდაცვაში გამოყენება სურდა, მაგრამ კარლოსი მხოლოდ დაცვაში თამაშობდა. კარლოსმა მილანელთა შემადგენლობაში ვერანაირი ტიტულის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ 34 ოფიციალური მატჩის გამართვა შეძლო და მაყურებლებს თავი 7 გოლით დაამახსოვრა.

1996-ში კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისური მოირგო და კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი წლები სწორედ მადრიდში გაატარა. რობერტომ მის სადებიუტო წელს ”რეალში” პრიმერას სეზონის მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და 5 გოლი შეაგდო, ასევე მან ამავე (პირველ) წელს შეძლო ლა ლიგის მოგება. 3 წლიანი პაუზის შემდეგ 2000/01 წლების სეზონში კარლოსი მეორედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონატს ამ სეზონში მან სამეფო კლუბის მაისურით 50 ოფიციალური მატჩი გამარტა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო. რობერტომ კიდევ 2-ჯერ შეძლო ლა ლიგის ტიტულის დაუფლება, ხოლო უეფაც ჩემპიონტა ლიგა კი ”რეალთან” ერთად 3-ჯერ მოიგო, 1998, 2000 და 2002 წლებში. 11 წელიწადში საერთი ჯამში რობერტო კარლოსმა მადრიდის ”რეალის” მაისურით 514 ოფიციალური თამაში გამართა და 67 გოლის გატანა შეძლო.

მომდევნო 3 წელიწადი კარლოსმა თურქულ ”ფენერბახჩეში” გაატარა და სუპერლიგაში 65 თამაშში 6 გოლიც შეაგდო. 2010 წელს ბრაზილიელი ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და რონალდოსთან ერთად ”კორინთიასის” ღირსებას იცავდა.ბრაზილიელი მალევე გადაბარგდა "კორინთიანსიდან" მახანჭკალას "ანჟიში",კარლოსმა ანჟის მაისური 11-ჯერ მოირგო და 2 გოლის გატანაც მოახერხა,მისი განცხადებით იგი ამჟამინდელ კლუბში ბედნიერია და სურს კიდევ დიდ ხანს ითამაშოს ფეხბურთი,იქამდე, სანამ ამის საშვალებას ფეხები მისცემს..

Brazil Palmeiras

Campeonato Brasileiro Série A: 1993, 1994
Campeonato Paulista: 1993, 1994
Torneio Rio-São Paulo: 1993

Spain Real Madrid

UEFA Champions League: 1997–98, 1999–00, 2001–02
La Liga: 1996–97, 2000–01, 2002–03, 2006–07
Supercopa de España: 1997, 2001, 2003
Intercontinental Cup: 1998, 2002
UEFA Super Cup: 2002

Turkey Fenerbahçe

Turkish Super Cup: 2007, 2009

Country

Brazil Brazil

FIFA Confederations Cup: 1997
Copa América: 1997, 1999
FIFA World Cup: 2002

Individual

UEFA Defender of the Year: 2002
UEFA Team of the Year: 2002, 2003
FIFA World Cup All-Star Team: 1998, 2002
Golden Foot: 2008
FIFA 100

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)