"შემდეგ სეზონში უკეთეს ბენზემას იხილავთ"

"შემდეგ სეზონში უკეთეს ბენზემას იხილავთ"


"ჩვენ სუპერ გუნდი გვყავს, რომელსაც ყველაფრის მოგება შეუძლია"


"მე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის "რეალში" 30 გოლის გატანა მოვახერხე. ამიტომ, ვფიქრობ სეზონი კარგად დავამთავრე. ინტენსიურად თამაში იანვრიდან დავიწყე და ამის შემდეგ, ბევრი კარგი რამ მოხდა - გავხდი თავდაჯერებული. მადრიდის "რეალში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიყვარს გულშემატკივრები და ხალხი, რომელიც სტადიონზე ჩვენს საქომაგოდ მოდის. იმედი მაქვს, კიდევ დიდი ხანი მომიწევს აქ დარჩენა."

"წლევანდელ სეზონში 102 გოლის გატანა მოვახერხეთ, რაც ძალიან ბევრია ისეთი გუნდისათვის, რომელსაც დაცვაზე ორიენტირებულ გუნდს ეძახიან. 18 წლის შემდეგ, გუნდმა კოპა დელ რეის მოგება მოახერხა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ მეტი გვინდოდა. ამ გუნდში შემოსვლისას გრძნობ, ყველაფრის მოგებაა შესაძლებელი. ვფიქრობ, მომავალ სეზონში უკეთეს ბენზემას იხილავთ."

"შემდეგ სეზონში უკეთეს ბენზემას იხილავთ"


"მოურინიოს მოგება უყვარს, ასე ვარ მეც. იგი დამეხმარა, რათა გავზრდილიყავი. მოურინიო ჩემგან ბევრს ელის. მე ახლა ვიცი, თუ რა შემიძლია მივცე გუნდს. უნდა დავამტკიცო, რომ ამ გუნდში თამაში შემიძლია. ვიცი, ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული."

"ახლად შეძენილი ფეხბურთელები გუნდს აუცილებლად დაეხმარებიან. შაჰინი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ყველა საუკეთესო ფეხბურთელს მადრიდის "რეალში" თამაში სურს."

"კრიშტიანოს მიღწევამ ძალიან გამახარა. იგი უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც არამხოლოდ იტანს, არამედ სხვებსაც ეხმარება გოლის გატანაში."

"ვფიქრობ, მომავალ სეზონში "Ballon d’Or"-ისთვისაც ვიბრძოლებ. შემდეგ სეზონში ყველაფრის მოგებას უნდა შევეცადოთ, რადგან ჩვენ სუპერ გუნდი გვყავს. როდესაც ჩემს მატჩებსა და გოლებს ვუყურებ, ვფიქრობ, ამის გაკეთება გამომივა. შემდეგი სეზონი წლევანდელზე უკეთესი იქნება."

წყარო: Www.Realmadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)