პერესი: "ვალდანოს გაშვება კლუბის რესტრუქტურიზაციის გამო მოხდა"

დირექტორთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ, "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "სანტიაგო ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო ოთახში გამოცხადდა და ჟურნალისტებს ხორხე ვალდანოს წასვლის შესახებ აცნობა.


პრეზიდენტმა მისი გამოსვლა დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების ახსნით დაიწყო:

"როგორც ყველამ იცით, წინა სეზონში ჩვენ ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდა ადამიანებს დავავალეთ. ჩვენ გვქონდა ნათელი და სრულიად გასაგები მიზანი, ამისთვის ნდობა ჟოზე მოურინიოს გამოვუცხადეთ. ამ სეზონში ნაჩვენებმა შედეგებმა ნათლად დაგვანახა, რომ კლუბს რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია ესაჭიროება. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს მთავარი მწვრთნელისთვის სრული ავტონომიის მინიჭება იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ის გაუგებრობები, რომლებსაც ადგილი ქონდა მიმდინარე სეზონში, განსაკუთრებით დირექციასთან მიმართებაში."

"ამ მიზეზის გამო, დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა კლუბის გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო, შესაბამისად ყველა მისი უფლება მოვალეობები გადაცემულ იქნა ხოსე ანხელ სანჩესისთვის. მთავარი მწვრთნელი სწორედ სანჩესთან იქნება კავშირში ანგარიშის ჩაბარების დროს. ამავდროულად კლუბი იღებს გადაწყვეტილებას გაწყვიტოს ის კონტრაქტი, რომელიც მას ხორხე ვალდანოსთან აკავშირებს."

"რეორგანიზაციის პროცესში ეს ჩვენი პირველი ნაბიჯებია, შემდეგი გადაწყვეტილებების შესახებ უახლოეს კვირეებში შეიტყობთ. მე ვერ დავმალავ და არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რაოდენ მძიმე იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. მე და ხორხემ ერთად დიდი გზა გავიარეთ. ჩვენ ერთად ბევრი რამე გადავიტანეთ, ერთად ვღებულობდით გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე არ მაქვს იმის უფლება, რომ პირადი გრძნობები კლუბის ინტერესებზე მაღლა დავაყენო. ჩვენ მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ, იმედი გვაქვს მომავალში ის რაღაცით მაინც იქნება დაკავშირებული კლუბთან."

"ეს ჩვენი მოვალეობაა და მიუხედავად პერსონალური გრძნობებისა, მე ეს უნდა გამეკეთებინა. ყველა მშვენივრად იცის, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს მე ხორხე ვალდანოს მიმართ. ვალდანო არის პიროვნება და ადამიანი, რომელიც მე მიყვარს, რომელსაც მე პატივს ვცემ და ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც მან "მადრიდის რეალისთვის" გააკეთა. კლუბი ძალიან დიდია, იმედი მაქვს მომავალში ის ამ კლუბის რომელიმე რგოლს დაუბრუნდება."


წყარო: RealMadrid.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (185)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)