კაკა As.com-თან

კაკამ გამომცემლობა As–ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა მის მიერ მადრიდში გატარებულ რამდენიმე თვეზე და ასევე შეეხო კლუბისთვის საჭირბოროტო საკითხს. მან აღნიშნა , თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლუბისთვის ერთიანობა და შეეხო იმ თემასაც, თუ როგორ ყალიბდება ნელ–ნელა უძლიერესი შემადგენლობა.


როგორი იყო თქვენი პირველი ორი თვე მადრიდში?

რაც შეიძლება საუკეთესო. მე მიყვარს გუნდი, კლუბი, ქალაქი და თანაგუნდელები. ყველაფერი საუკეთესოდაა. დამიჯერეთ, მე ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ.

იმის მიუხედავად, რომ შეგეძლოთ ცოტა მოშორებით გეცხოვრათ, თქვენ საცხოვრებლად ქალაქის ცენტრი აირჩიეთ...


ვფიქრობ ეს სწორი არჩევანი იყო. ეს მაძლევს საშუალებას უფრო ახლოს გავეცნო ქალაქს და ამასთანე ჩემი ოჯახისთვის ეს კარგია. დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო დასვენებულ ადგილზე გადავიდე საცხოვრებლად, მაგრამ ეს ადგილი კარგია ჩემი ცოლისთვის, ვინაიდან მას ადვილად შეუძლია გზის გაგნება და ჩემი შვილებისთვის, ვინაიდან მათ ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი. მე მექნება დრო მოშორებიტ საცხოვრებლად. აქ ძალიან გადატვირთული მოძრაობაა.

რამდენად შეძელით ქალაქის დათვალიერება?

უფრო და უფრო ახლობელი ხდება ეს ქალაქი ჩემთვის. ამ ეტაპზე სწავლის პროცესში ვარ. მიყვარს რესტორანში და კინოში სიარული. ჯერ არ გავსულვარ ფილმის სანახავად, მაგრამ აუცილებლად წავალ. მიყვარს გარეთ ყოფნა, ხალხის ნახვა , სუფთა ჰაერის სუნთქვა.

ყველა საუბრობს კრიშტიანო რონალდუს მიერ ციურიხის კარში გატანილ ორ გოლზე...

კრიშტიანო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჩვენთვის. ბევრი თამაშის ბედი შეიძლება თავისუფალი დარტყმების შედეგად გადაწყდეს. ამიტომ როცა კლუბში ისეთი პროფესიონალი გყავს, როგორც რონალდუა, ეს ომაგად სასიხარულოა. რონალდუს მიერ გატანილმა გოლებმა იმ თამაშში ყველაფერი ტავის ადგილზე დააყენა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გზით ბევრჯერ დაგვეხმარება და მისი დახმარებით ბევრ თამაშს მოვიგებთ.

ბევრი გოლკიპერი გამოთქვამს უარყოფით დამოკიდებულებას ჩემპიონთა ლიგის ახალი ბურთების წინააღმდეგ, თქვენ რა პოზიცია გიჭირავთ ამ მხრივ?

მესმის, თუ რაოდენ პრობლემატური შეიძლება იყოს ეს გოლკიპერებისთვის, მაგრამ შემტევი ფეხბურთელებისთვის ეს შესანიშნავია. არ ვიცი , როგორ აკეთებენ მას და რა პროცესს მოიცავს მისი დამზადება, მაგრამ ამ ბურთებით თამაში ძალიან სახალისოა. როცა კარგად ურტყამ , ის ძალიან სწრაფად მიფრინავს, ეს შესანიშნავია.

კრიშტიანოს დარტყმის სიჩქარემ შეადგინა 103 კმ/სთ...

ვიცი. ფეხბურთელებს ძალიან მოსწონთ ის, მაგრამ გოლკიპერებისთვის ეს ძალიან ცუდია.

გასაოცარი იყო, როცა თქვენ ექვსი გაფრთხილება მიიღეთ...

პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ექვსი ყვითელი ბარათი მივიღეთ, ხოლო ციურიხმა კი–2. არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, ვინაიდან ძალიან ძნელია მათ სიტუაციაში ყოფნა და შესაბამისად მათი განსჯა.

ციურიხის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს მსაჯები იცავდნენ..

ეს არაა სიმართლე. იმ თამაშში არავინ იყო დაცული. თავადაც კარგად ნახეთ, თუ როგორ ეუხეშებოდნენ რონალდუს, ამიტომაც მე ვერ დავეთანხმები მის მოსაზრებებს.

რას ფიქრობთ შემადგენლობის როტაციებზე, რასაც პელეგრინი ახორციელებს?

მე ეს ზალიან მომწონს, ვინაიდან ყოველთვის ვამბობდი, რომ მთლიანად შემადგენლობის კარგად თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან მარტო აღებული 11 ფეხბურთელისა. კლუბი მაშინაა ძლიერი, როცა თუთხმეტი, თექვსმეტი ან ჩვიდმეტი ფეხბურთელი კარგადაა შეთამაშებული, ვიდრე მაშინ, როცა ეს მარტო თერთმეტ ფეხბურთელს ეხება. ეს სასარგებლოცაა, ვინაიდან ყველა უნდა გრძნობდეს საკუთარ თავს მნიშვნელოვან ფიგურად. ამ დროს თიტოეულ ფეხბურთელს ეძლება დასვენების, თამაშისა და ამასთანავე საკუთარი პიროვნების კლუბისთვის მნიშვნელოვან ფიგურად ცნობის დრო.

ისე ჩანს, რომ ხერსესის წინააღმდეგ თქვენ მოგიწევთ დასვენება...

ეს კარგია. ჩემი თანაგუნდელებიც იყვნენ ანალოგიურ სიტუაციაში. მე სათადარიგოთა სკამზე ჯდომის არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ეს მუდმივ ხასიათს არ მიიღებს (იცინის).

პელეგრინმა განუცხადა კლუბს, რომ ეს მისი წლევანდელი სტრატეგიაა...

რა ტქმა უნდა. მე წინათ უბრალოდ ვიხუმრე ამის ხშირად განმეორებასთან დაკავშირებით. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად იგრძნოს, ეს ის გზაა, რაც მადრიდის რეალს გააძლიერებს.

კაკა As.com-თან

თქვენ პირველ ინტერვიუში აცხადებდით, რომ ითამაშებდით ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ შემდეგში თქვენ გადაგიყვანეს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე...

ეს ასე იყო საჭირო და ამასთანავე ეს ის პოზიციაა, სადაც მე თავს კომფორტულად ვგრძნობ. მე მიყვარს ეს პოზიცია, იმიტომ რომ იქ მე შემიძლია სრულად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები.

ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ მიიწევთ ბურთთან ერთად შეტევაში...

ეს ჩემი ერთ–ერთი საუკეთესო დამახასიათებელი ნიშან–თვისებაა. მიყვარს ამის გაკეთება, როცა საშუალება მეძლევა. როცა შემიძლია, რომ ბურთი ავიღო და გავიქცე თავდასხმაში, მე ამას ვაკეთებ კიდეც. მე თავიდან ნელა ვიწყებ, მაგრამ წამის მეათასედში ვკრეფ სიჩქარეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე უნდა ვიმუშაო ბევრი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესო.

ხომ არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ჯერ მხოლოდ ასისტენტის როლში გვევლინებით და გოლი არ გაქვთ გატანილი?

მე ერთხელ უკვე გითხარით, რომ ვერ შეგპირდებით თუ რამდენ გოლს გავიტანდი და შესაბამისად ჯერ მხოლოდ მათი რაოდენობა ნოლია. დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როცა პირველ გოლს გავიტან. მე ამასთანავე ძალიან მიყვარს ასისტენტის როლში ყოფნა, ვინაიდან ეს ჩემი მთავარი დავალებაა. მე ვერ მოგატყუებთ და ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს გოლის გატანა, მაგრამ ისიც არ მაღელვებს, რომ ეს ჯერ ვერ მოვახერხე.

მაგრამ ჟურნალ–გაზეთების ყდაზე ძირითადად მხოლოდ გოლის გამტანები ხვდებიან...

ეს არაა ჩემი მიზანი. მე მშვენივრად ვგრძნობ თავს. ბევრი საგოლე გადაცემა გავაკეთე და ამითაც კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვიგებთ შეხვედრებს და ესაა ის, რაც მნიშვნელოვანია. როცა იქნება გავიტან, მაგრამ ამაზე გულშემატკივრებმა არ უნდა ინერვიულონ.

ხომ არ გრძნობთ, რომ კრიშტიანო რონალდუს ჩრდილქვეშ მოექეცით?

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არა. მე მევალება საგოლე გადაცემების გაკეთება და ამას ნამდვილად ვახერხე. მინდა ყველამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს როლი. ყველაფერი, რასაც კრიშტიანო რონალდუ აკეთებდა ამ დღეებში, მისი მოვალეობა იყო. მან შესანიშნავად შეასრულა ის მისია, რომელიც ქონდა დაკისრებული და კლუბმაც ამის წყალობით გაიმარჯვა კიდევაც.

ვის ეწყობით ყველაზე კარგად მოედანზე?

ყველას. კლუბს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ყავს. შესანიშნავად ვთამაშობ ხაბი ალონსოსთან, რონალდუსთან, ბენზემასთან, რაულთან, იგუაინთან და ლასსთან. მე აღვნიშნე ისინი, ვინც ჩემთან ახლოს თამაშობენ, გრანეროს აღნიშვნა დამავიწყდა, ის შესანიშნავი ფებხურთელია, ერთად ორი გოლის გატანა მოვახერხეთ.

პელემ ამას წინათ თქვა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფებხურთელია და თქვენ კი მსოფლიოში ყველაზე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი.

პელე ლეგენდაა, ხოლო ამ ეტაპზე მესი ნამდვილად საუკეთესოა, მან წინა სეზონში მოიგო ყველფაერი რისი მოგებაც შეეძლო. ანალოგიური გავაკეთე მე ორი წლის წინ, ხოლო რონალდუმ კი ერთი წლის წინ. ვიმედოვნებ მომდევნო წლის ფეხბურთელის ტიტულს მე მოვიგებ. მე ყოველთვის დიდი პატივისცემით ვეკიდები პელეს მოსაზრებებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დი სტეფანო იყო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

პელე, მარადონა და დი სტეფანი ყველანი საუკეთესონი იყვნენ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული. თუ მე მკიტხავენ ყველაზე საუკეთესო პელე იყო.

თქვენი ცოლის მიერ Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ თქვენი მადრიდში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის დამსახურებაა.

ჩვენ ევანგელისტები ვართ და სულ იესოზე, ღმერთზე და ბიბლიაზე ვსაუბრობთ. ეს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ესაა იმის მიზეზიც, თუ რატომ ვფიქრობ, რომ ჩემი აქ ყოფნა და მადრიდის რეალში თამაში ღმერთის სურვილი იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფალმა ასე ინება.

ასევე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თქვენ მადრიდში ევანგელისტური ეკლესიის გახსნას აპირებთ..

ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი. ჩვენ არაფერი არ გაგვიხსნია და არც რამის გახსნას ვაპირებთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ და ვიცხოვროთ ეკლესიასთან ერთად. მიგვაჩნია რომ პატიოსნება, სხვა ძმებთან ყოფნა და ბიბლიის კითხვა უმნიშვნელოვანესია.

რამე რელიგიურ რიტუალს ხომ არ ატარებთ მატჩის წინ?

არა, მაგრამ მე ყოველთვის ვკითხულობ ბიბლიას თამაშის წინ.

ვნახეთ, რომ კლუბს უჭირდა პირველი გოლის გატანა, მაგრამ როცა ეს მოახერხა, ამის შემდეგ თითქოსდა გაგიადვილდათ დანარჩენი გოლის გატანა.

კლუბი აუმჯობესებს და ეს პროგრესის ნათელი დასანახია. ჩვენ გვჭირდება სიძლიერე და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ შევძლოთ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წუთს. არის მომენტები, როცა რაც არ უნდა გავაკეთოთ, გოლი მაინც არ გადის, ამიტომაცაა საჭირო, რომ რაც შეიძლება ბევრი სახიფათო სიტუაცია შევქმნათ მეტოქის კართან მანამ , სანამ გოლი არ გავა. გუნდური სიძლიერე–აი რა არის უმნიშვნელოვანესი. მე მითამაშია გუნდებთან, სადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები ასპარეზობენ, მაგრამ მათ ბევრისთვის არ მიუღწევიათ. ცხოვრებიდან ვისწავლე, რომ რაც უფრო ერთიანი კლუბი, მით უფრო ძლიერია იგი.

სუფევს თუ არა სრული ჰარმონია კლუბში?

ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვარ და შეგვიძლია ერთად ბევრი ტიტული მოვიგოთ. ჩვენ ყველას გვიხარია, როცა ერთ–ერთ ჩვენგანს გოლი გააქვს და ესაა იმის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ერთმუშტად შეკრული კლუბი ვართ.



წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 19 სექტემბერი 2009
  • 1816
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)