გაგო: ვიბრძოლებ ძირითადისთვის

არგენტინელმა ფეხბურთელმა ფერნანდო გაგომ განაცხადა, რომ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა და ის იბრძოლებს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად...


,,ფლორენტინო პერესმა გრანდიოზული პროექტი განახორციელა, მადრიდის რეალში თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, ეს კი კონკურენციას მნიშვნელოვნად ზრდის, მინდა გითხრათ, რომ ნახევარდაცვაში კონკურენცია განსაკუთრებულია. გუნდში მოვიდა თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხაბი ალონსო, მისი ძირითადში შემადგენლობიდან ”ამოგდება” დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვს”.

,,მე წელს ძალიან გამიჭირდება მოხვედრა სასტარტოში მაგრამ ძალიან მსურს ვითამაშო მატჩთა მაქსიმალური რაოდენობა, ვინაიდან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი ეროვნული ნაკრები აუცილებლად მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, მე კი სათამაშო პრაქტიკა მჭირდება იმისთვის, რომ მოვხვდე მარადონას სიაში”.

,,მომავალი მატჩი ხერესსთან გვაქვს გასამართი, ხაბი ალონსოს სამწუხაროდ ტრავმა აქვს და გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს, ამით შეიძლება შანსი მომეცეს, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო, თუ პელეგრინი მომცემს თამაშის საშუალებას, აუცილებლად ვეცდები შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნებას”- განაცხადა ფერნანდომ. dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2009
  • 2885
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)