რიო ფერდინანდი რონალდუზე

რიო ფერდინანდმა გააკეთა განცხადება კრიშტიანო რონალდუს მიერ უგო სანჩესის რეკორდის დამხობასთან დაკავშირებით.


პატარავ, სეზონი მართლაც რომ სამეფო გამოდგა.

იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ.

დავიწყებ ყველაზე მთავარიდან.

მადლობა, მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის , რომელიც გააკეთე 10-11 წლის სეზონში.

არაფრის გამო არ ვნანობ და იმედი მაქვს, რონიც არაფერს არ ნანობს, რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ მათ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გამოთიშვა ვერ შეძლეს, სხვა დანარჩენში კი ყველაფერი კარგადაა. ის ფაქტიც, რომ მათ ლა ლიგის აღება ვერ მოახერხეს, დიდად არ მანაღვლებს.

ეს სეზონი განსაკუთრებული იყო.

ახალი ნომერი, ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები, ახალი მიზნები, ახალი თამაშის სტილი, ახალი ხასიათი, უბრალოდ ყველაფრის დაწერა ხელახლა სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

გუშინდელივით მახსოვს წინასასეზონო თამაშები ამერიკაში, როცა რონი პირველ შეხვედრებს ატარებდა მოუს ხელმძღვანელობით. თავს ცუდად ვგრძნობდი. განვიცდიდი, თუ რომელ პოზიციაზე მოუწევდა თამაში, თუ როგორი იქნებოდა მისი როლი გუნდში, თუ როგორ შეეწყობოდა ერთმანეთს ეს ორი გენიალური პორტუგალიელი.

როგორც შემდეგ გამოჩნდა, პორტუგალიელებმა იპოვეს ურთიერთობის საკუთარი მანერა, არც თუ ისე რომანტიკული , მაგრამ ის იყო და არის ეხლაც.

რისი თქმა შემიძლია. მინდა ვთქვა, რომ მე ამაყი ვარ, ჩემს სიამაყეს არ აქვს საზღვარი. გახარებული ვარ რონის მიღწევებით.

ის, რაც მან გააკეთა ამ სეზონში იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალ ქებას.

მეშინია გატანილი გოლების დათვლის, თუ დავითვლით მივიღებთ ასეთ შედეგს: 41 ლა ლიგაში, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 7 სამეფო თასზე, საერთო ჯამში 54. ეს უბრალოდ არაამქვეყნიური მაჩვენებელია. ის საუკეთესოა, დიახ, ის საუკეთესო გამტანი ნახევარმცველია ევროპაში.

მე დავიმახსოვრებ მის გოლს "ბარსელონას" კარში, მე დავიმახსოვრებ მის შესანიშნავად შესრულებულ საჯარიმო დარტყმებს, დავიმახსოვრებ მის თერთმეტმეტრიანებს, მათ შორის იგივე "ბარსელონას" კარში, მე დავიმახსოვრებ მის მიერ პეპის ხელს კვრას, მე დავიმახსოვრებ მის ყველა საქმის გარჩევას "ბარსასთან" და ყველა კომენტარს. მე არაფრის არ მრცხვენია, ის აკეთებდა იმას, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი მის ადგილზე.

ამ სეზონში არცერთი წითელი ბარათი, არ ვიცი რამდენი ყვითელი ბარათი იყო, მაგრამ მათი რიცხოვნობა საკმაოდ მცირეა. მან ერთ–ერთი ყველაზე სუფთა სეზონი ჩაატარა. ის 100%–ით გუნდური მოთამაშე იყო. მასზე როგორც არ უნდა ლაპარაკობდნენ , მის ხასიათში "ღორობა" არ ზის.

მიუხედავად იმისა, თუ რაც სურდა პრესას, მას არანაირი კონფლიქტი არ აქვს საკუთარ თანაგუნდელებთან.

ის არ არის სიმულიანტი, როგორც ამას მას აბრალებენ. ამჟამად ეს "ღირსება" სხვა კლუბის ფეხბურთელებს ამაყად უკავიათ. . მან "რეალთან" ერთად მიაღწია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალს, მან მოიგო სამეფო თასი, ის დაისაკუთრებს ორ ტიტულს (პიჩიჩი და ოქროს ბუცი). დიახ, წააგო ლა ლიგა, მაგრამ ყველა გამარჯვებებისა და წარმატებების ფონზე, სეზონი მართლაც რომ ბრწყინვალე იყო. საერთოდ არ ვდარდობ, მე მიხარია მისი წარმატება.

დაე აცდეს მას ყველანაირი ტრავმები. დაე, მუდამ ქონოდეს მას ურთიერთგაგება კლუბთან, მწვრთნელთან, საკუთარ თავთან.

კეთილი გულით ვულოცავ რონის ამ სეზონს. მან ის მაჟორულ ნოტაზე დაასრულა.

რიო ფერდინანდი:

@კრიშტიანო გილოცავ ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობას.. მომწონს შენი გაწეული სამუშაო ძმა! You da man!


რიო ფერდინანდი რონალდუზე

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)