კრიშტიანო : "პიჩიჩის ტიტულს ფანებს ვუძღვნი"

მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდომ დღეს კიდევ 2 გოლი შემატა საკუთარ ბრწყინვალე აქტივს, რომელიც 38 გოლით "შემოფარგლებოდა", პორტუგალიელმა მოთამაშემ ყველანაირი რეკორდის დამხობა მოახერხა, წინა ტურში მან ლეგენდარული უგო სანჩესის შედეგის განმეორება მოახერხა, ახლა კი იგი ერთპიროვნული ლიდერია 40 გოლით, რონალდოს პიჩიჩის ტიტული გადაეცემა. შეგახსენებთ ამ პრიზს ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იღებს...


"ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამდენი გოლის გატანა მოვახერხე თანაგუნდელთა და გულშემატკივართა დახმარებაა. სწორედ მათი მხარდაჭერით მოვახერხე ამხელა შედეგის მიღწევა."

"ყველა ფანი ძალიან კეთილგანწყობილია ჩემ მიმართ და ეს რა თქმა უნდა უდიდეს სტიმულს მაძლევს, მათ პატივს ვცემ და ყველა გოლს მხოლოდ ინჩადას ვუძღვნი, რომელიც მთელი სეზონი მხარში მედგა."

"სეზონი დასრულდა და შეგვიძლია შედეგებს გადავხედოთ, მადრიდის "რეალმა" ძალიან კარგად იასპარეზა. ამაზე გატანილი 102 გოლიც მეტყველებს, საგულისხმოა, რომ ეს გოლები მხოლოდ ლა ლიგაში გავიდა, ჩვენ კი სხვა ტურნირებზეც ბევრჯერ მოვახერხეთ მეტოქეთა კარების დალაშქვრა."

"მწვრთნელს სურდა, რომ სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დაგვესრულებინა და ასეც გავაკეთეთ, ახლა კი მომავალ სეზონს დაველოდებით." dle 10.1

  • Hala
  • 22 მაი 2011
  • 2615
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)