არბელოას ინტერვიუ

არვალო არბელოა თამაშობდა "კასტილიაში", შემდეგ კი იგი გადავიდა "დეპორტივოში", ბოლოს კი მან ესპანეთიდან ინგლისურ კლუბ, "ლივერპულში" გადაინაცვლა. ახლა კი იგი ისევ მადრიდის "რეალიში" დაბრუნდა და გუნდზე საუბრობს.


- მადრიდის "რეალმა" სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. თქვენ სამ მატჩში თერთმეტი გოლი გაიტანეთ. რას იტყვით ამაზე?
ვფიქრობ ეს შესანიშნავი დასაწყისია. ჩვენ შემადგენლობაში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ძალიან დიდი ნიჭი აქვთ და მათთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება შეგვიძლია.

- ასეთი შედეგის მიხედვით, ნორმალურია ის, რომ ფანები ტიტულების მოგებას იტხოვენ?
ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია. ალბათ გულშემატკივარს ახსოვს რა გააკეთა "ბარსელონამ" წინა სეზონში, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შარშანდელ მადრიდის "რეალსა" და წლევანდელს შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

- გუნდში არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი.
მართალია ახალგაზრა ფებურთელები ძალიან ბევრია სამეფო კლუბში, მაგრამ ყველა ძალიან დიდი ნიჭით არის დაჯილდოვებული.

- რაულმა და კრიშტიანო რონალდო "ციურიხის" წინააღმდეგ მატჩში შესანიშნავად ითამაშეს. რას იტყვით მათზე?
რაული შესანიშნავი ფეხბურთელია. მასზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, იგი ყოველ თამაშში გოლს იტანს და ისევდაისევ ახარებს გულშემატკივარს. კრიშტიანო კი როგორც იქნა გაიხსნა და მალე ფანებს აჩვენებს თავის თამაშს.

- ეს წელი მადრიდის "რეალისათვის" ჩემპიონთა ლიგის მოგების შესანიშნავი შანსია.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არ არის, ამას სჭირდება თავაუზოგავ ვარჯიში. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ძლიერ გუნდებს შევხვდებით იქამდე, სანამ ფინალში გავალთ. "რეალი" უკვე 8 წელია მერვედფინალს ვერ ცდება. წელს კი ჩვენ შევეცდებით გავიდეთ ფინალში და ჩვენსავე სტადიონზე, სანტიაგო ბერნაბეუზე დავამარცხოთ ჩვენი მოწინააღმდეგე.

- "ხერესთან" თამაშში ფეხბურთელებს კიდევ ერთხე მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი.
ჩვენ ამ კლუბის დამარცხება საკუთარ სტადიონზე არ უნდა გაგვიჭირდეს და ვფიქრობ ყველა 100%-ით დაიხარჯება.

- ლა ლიგაში "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში ისეთვიე რთული იქნება, როგორც ეს წინა სეზონში იყო?
ლა ლიგაში "ბარსას" გარდა არის ასევე "ვალენსია", "ვილიარეალი", "ატლეტიკო" და "სევილია". ეს გუნდები ძალია კარგად არიან მომზადებული. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით არ მივიღოთ ბურთი საკუთარ კარში.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio
dle 10.1

  • Junior
  • 18 სექტემბერი 2009
  • 1581
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)