კაკა:"რეალის" გარდა არცერთ გუნდზე არ ვფიქრობ

გთავაზობთ კაკას სრულ ინტერვიუს.რომელიც მან ჟურნალისტებს მისცა ახალი ბუცის წარდგენის დროს


როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალი?

ეს უდიდესი დაპირისპირება იქნება, სადაც გამოვლინდება საუკეთესო გუნდის ვინაობა.

ვის დაუჭერთ მხარს მანჩესტერს თუ ბარსას?
მე პირველ რიგში ფეხბურთს დავუჭერ მხარს. მე ორივე გუნდში მყავს მეგობრები.

რა შეგიძლიათ თქვათ შაჰინზე და ოზილზე?
"შაჰინის თამაშს კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ მან დორტმუნდის "ბორუსიაში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ბოლომდე დაიხარჯება, რათა დაამტკიცოს შესაძლებლობები მადრიდიშიც

ჩემთვის დიდი სიამოვნება მესუთ ოზილთან ერთად თამაში. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელია.
რა შეგიძლიათ თქვათ ფერნანდო ლორენტეზე?
ის ევროპის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

დედათქვენმა დაწერა "ტვიტერზე" რომ თქვენ აპირებდით ჩელსში გადასვლას...
"მომდევნო წელს დედაჩემი ლონდონში გადადის საცხოვრებლად, რათა რელიგია იქადაგოს. თუმცა მასთან ერთად მე არ მივდივარ, რადგან არც პრემიერ ლიგაზე და არც იტალიაში დაბრუნებაზე ფიქრი არ მინდა."

რას ურჩევდით მანჩესტერს ბარსასთან მატჩისთვის?
ფერგიუსონი ბრწყინვალე მწვრთნელია და ვფიქრობ მან უფრო კარგად იცის რა როგორ გააკეთოს.

როგორ შეაფასებდით გუნდის მდგომარეობას?
გუნდმა ეს სეზონი კარგად ჩაატარა. ჩვენ მოვიგეთ კოპა დელ რეი, მივაღწიეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალს, ხოლო ლა ლიგაში მეორე ადგილზე გავედით.

რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვინდოდა. იმედია ამ შედეგს შემდეგ სეზონში გავაუმჯობესებთ.
2 წელია ამ გუნდში ვირიცხები და ვფიქრობ, რომ ძლიერი კოლექტივი ვართ.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)