შაჰინი: "მადრიდის "რეალი" უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია"

"რეალის" ახალი ფეხბურთელი ნური შაჰინი მოუთმენლად ელოდება იმ მომენტს როდესაც იგი მოირგებს "რეალის" ფორმას. მან "As"-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ახალ კლუბში გადასვლით, ძალიან გახარებულია.


-ახლა როდესაც თქვენ ოფიციალურად ხართ "რეალის", ფეხბურთელი რა იცით ამ კლუბის შესახებ?

- ბევრი რამ

-მაგალითად?

- ვიცი, რომ ამ კლუბს მოგებული აქვს უამრავი ტიტული და ამ კლუბს აქვს საამაყო ისტორია.

- როდესაც თქვენ იყავით პატარა, რომელი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იპყრობდა იმ დროს თქვენს ყურადღებას?

- ბავშვობაში რედონდო მომწონდა. მისი თამაშით ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებდი.

- კიდევ?

- ასევე ძალიან მომწონდა გუტი. მე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი მოთამაშეს, რომელიც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავდი ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს როგორებიც ზიდანი და რონალდოა. ხოლო რაც დღევანდელ შემადგენლობას შეეხება, აუცილებლად გამოვყოფდი ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან: კასილასი, რონალდუ, კაკა. ბევრი შრომის შედეგად ვიმედოვნებ, რომ მეც ბევრ წარმატებას მივაღწევ. მეამაყება, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე კლუბში ვიასპარეზებ.

- "რეალის" გარდა იყო სხვა კლუბებიც, რომლებიც თქვენით იყვნენ დაინტერესებულები. რატომ "რეალი"?

- იმიტომ, რომ "რეალი" საუკეთესო კლუბია მთელს მსოფლიოში და ჩემი ოცნება ამ კლუბში თამაში იყო. ვთვლი, რომ აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვფიქრობ, რომ ამ კლუბში ბევრ წარმატებას მივაღწევ. კლუბში წარმატების უდიდესი პოტენციალია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კლუბი უამრავ ტიტულს მოიპოვებს. კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ აქ გადმოსვლა ჩემი კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

- როგორ მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ თქვენ "ბორუსია" უნდა დაგეტოვებინათ?

- თუ მე ვიქნები გულახდილი გეტყვით, რომ ეს იყო ჩემთვის ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება. მე ამ კლუბთან ბევრი დადებითი და კარგი მოგონება მაკავშირებს, რომელსაც ვერ დავივიწყებ.

- თქვენ თქვენს წინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადეთ, რომ გქონდათ საუბრები მოურინიოსთან...

- დიახ მართლაც მე მქონდა საუბრები მოურინიოსთან. მოვლენები იდეალურად განვითარდა. ის ნამდვილად დიდი სპეციალისტია და მიხარია, რომ სწორედ ის იქნება ჩემი მწვრთნელი. ეს ჩემთვის დიდი შანსია.

- რამდენადაც ვიცით თქვენ მეგობრობთ ოზილთან. რა გითხრათ მან "მადრიდის" შესახებ?

- ის ჩემი კარგი მეგობარია და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი "რეალში" გადასვლით ძალიან ბედნიერია. მას საკმაო გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, რომ იგი მე დამეხმარება. იგი მართლაც, რომ ფანტასტიური მოთამაშეა. ოზილმა გამიზიარა საკმაოდ კარგი შტაბეჭდილებები ამ კლუბის შესახებ.

- თქვენ ახლა სულ სხვა მხარეში გადმოდიხართ საცხოვრებლად სრულიად ახალ გარემოში მოგიწევთ ცხოვრება...

- მე ძალიან მიყვარს ოჯახი. თავისუფალ დროს ხშირად ვატარებ ჩემს ცოლთან და მშობლებთან ერთად. ხოლო რაც შეეხება ფეხბურთს ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.

- როდის დაიწყებთ ესპანურის სწავლას?

- რაც შეიძლება მალე. ჰოლანდიაში მქონდა პერიოდები, როდესაც თავს არც თუ ისე კარგად ვგრძნობდი რადგან ყველა ჩემი თანაგუნდელი ინგლისურად საუბრობდა. იგივე, რომ აღარ განმეორდეს მინდა რაც შეიძლება მალე ვისწავლო ესპანური.

- ცხოვრების ეს ნაბიჟი ხომ არ გაშინებთ?

- არა, პირიქით როდესაც შენი ოცნებაა ითამაშო მადრიდის "რეალში" რატომ უნდა მეშინოდეს? დიდი პატივისცემით ვეკიდები როგორც კლუბს ასევე მის თითოელ მოთამაშეს.

- როგორ გრძნობთ თავს თქვენი მუხლის ტრამვის შემდეგ?

- საკმაოდ კარგად. მუხლი ძალიან მალე მირჩება. მოუთმენლად ველი იმ დროს როდესაც მე "რეალის" ღირსებას მოედანზე დავიცავ. როდესაც მე კლუბს შევუერთდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ განვითარების ტოპ საფეხურზე ვიდგე.

- ბევრი ამბობს, რომ თქვენ უნდა იდგეთ ცენტრში ჩაბი ალონსოს მეწყვილედ, რას ფიქრობთ?

- გუნდში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელთანაც თამაში ბევრი ფეხბურთელისთვის ოცნებაა. ერთ-ერთი სწორედ ჩაბი ალონსოა.

- როგორ ფიქრობთ რომელი ნომრით დაიცავთ "რეალის" ღირსებას?

- სიმართლე გითხრათ მაგაზე არ მიფიქრია. ჩემთვის სულ ერთია.

- როგორც ვიცი თურქეთში თქვენი წარმატებით ბევრი ძალიან გახარებულია.

- მეც ძალიან მიხარია. დასაფასებელია, რომ მათ ჩემი წარმატება უხარიათ.

ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)