რამოსი: ხერესსთან მატჩში ჩემი დებიუტი აუცილებლად შედგება

ესპანელმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ პრიმერა დივიზიონის მესამე ტურში ხერესის წინააღმდეგ იგი აუცილებლად გამოვა მოედანზე და ითამაშებს...


,,მე 100 % -ით მზად ვარ, მთავარ მწვრთნელს ექიმებმა უკვე უთხრეს, რომ სრულიად გამოვჯანმრთელდი და მზად ვარ სათამაშოდ, ძალიან მინდა ახალ რეალში თამაში, ჩვენ შარშანდელთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი გვყავს და გაცილებით უფრო დიდი მიზნები გვამოძრავებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა გაიმართოს, ფინალურ ეტაპზე გასული ორი გუნდიდან ერთი სწორედ ,,ბლანკოსი” უნდა იყოს, სხვაგვარად არ შეიძლება”.

,,ფლორენტინო პერესმა ამ ზაფხულს გუნდში სერიოზული სამუშაო ჩაატარა. მან იყიდა კაკა და კრიშტიანო რონალდო. ნებისმიერი გუნდი ინატრებდა ასეთი ფეხბურთელების გადაბირებას, მაგრამ მათ აირჩიეს რეალი და ამით ყველაფერია ნათქვამი. დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდებით და დავიბრუნებთ ძველ დიდებას”.

,,გუნდში სერიოზული კონკურენციაა, განსაკუთრებით ეს ნახევარდაცვას ეხება. გუტი, ვან დერ ვაარტი, ხაბი ალონსო, გრანერო თითქმის ერთი პოზიციის მოთამაშეები არიან, მთავარ მწვრთნელს ჩვენთვის არაერთხელ განუცხადებია, რომ ვინც იქნება ფორმაში კონკრეტული მატჩისთვის სწორედ ის ითამაშებს შემადგენლობაში. როტაცია აუცილებლად იქნება ვინაიდან სეზონი ძალიან გრძელია და ფეხბურთელებს დასვენების საშუალება უნდა მიეცეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი გუნდი რამდენიმე ტურნირზე იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის მსოფლიოს საუკეთესო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ჩვენი წლევანდელი მიზანი სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მოგებაა” - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა. dle 10.1

  • Hala
  • 18 სექტემბერი 2009
  • 2052
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)