გამანათლეთ!

არ მიყვარს წარუმატებლობის სხვა რაღაცაზე დაბრალება და ყოველთვის ვცდილობ კრიტიკულად შევხედო ამ ფაქტს, საკუთარ თავში მოვძებნო მიზეზები, სწორედ ასე ვაფასებ რეალის თამაშსაც, თუმცა დღეს რაც ვნახე მოლოდინს გადააჭარბა, თვითკრიტიკულობის გრძნობაც გამიქრა და მეტყველების უნარი წამერთვა.


დღევანდელი შეხვედრა მადრიდის რეალმა აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ მოუკლეს და ინიციატივა ბარსელონას დაუთმეს. კატალონიელებმა კი თავისმხრივ ეს შანსი გამოიყენეს და სახიფათოდ შეუტიეს, იკერ კასილასმა კი შეახსენა საფეხბურთო სამყაროს ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, მან სამჯერ ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია და მეტოქეს კარის აღების შანსი არ მისცა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მადრიდის რეალმა მაინც მოახერხა და რამდენჯერმე აქტიურად შეუტიეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რასაც იგუაინის გოლიც მოჰყვა... და ჰოი საოცრებავ!!! მსაჯმა რონალდო შეტევაში დააჯარიმა, რატომ ან რისთვის წარმოდგენა არ მაქვს. პრეტენზია არ მაქვს ფეხბურთის ექსპერტობაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ ეპიზოდში ჯარიმა არ იყო. თუ ვცდები გთხოვთ გამანათლეთ!!! აგრეთვე ძალიან მინდა ვთხოვო კომენტატორებს, ოდნავ მაინც ობიექტურად წაიყვანონ მატჩი, როდესაც ამ ეპიზოდზე მსაჯს გაამრთლებ და ამით ისედაც გაღიზიანებულ გულშემატკივრებს, კიდევ უფრო ნუ გაამწარებთ. არ ვიცი რამდენად მაქვს ის პატივი, რომ ჩემი სტატიები წაიკითხოთ, მაგრამ იმედი მაქვს თქვენს ყურამდე მოაღწევს ეს თხოვნა.

აგრეთვე ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ გოლის ჩათვლის შემთხვევაში რეალი ფინალში ითამაშებდა, მაგრამ ფაქტია გუნდი სხვანაირად ითამაშებდა და შანსიც მეტი ექნებოდა. ელემენტარულად გოლს ასე მალე არ გაუშვებდნენ და არ გატყდებოდნენ.

P.S. ვულოცავ ბარსელონას გულშემატკივრებს ფინალში გასვლას! dle 10.1

  • SunSay
  • 4 მაი 2011
  • 6664

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (56)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)