იმპერიის დასასრულის დასაწყისი!

სამეფო კლუბმა საკუთარ მოედანზე დათმო მატჩი სარაგოსასთან, რაც ნამდვილად სამარცხვინოა. სირცხვილია, როდესაც მადრიდის რეალი ლა ლიგას აუტსაიდერთან ბერნაბეუზე დამარცხდება. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ თეთრები ცდილობენ შექმნან იმპერია და არ იყენებენ "ადგილობრივ" რესურსებს. მსოფლიოს არც ერთი იმპერია არ შემორჩა და რაც ძალადობაზე არის დამყარებული, დიდხანს ვერ გაძლებს და ჩამოიშლება.


სამეფო კლუბი საფეხბურთო არისტოკრატებით გაჯერებული გუნდია, რომელსაც სათავეში იმპერატორი ფლორენტინო პერესი უდგას სათავეში და ასტრონომიულ თანხას ხარჯავს არმიის გაძლიერებაზე... მაგრამ ხანდახან "უბრალო" ფეხბურთელებსაც უნდა შეხედოს, რომლებიც კასტილიაში მრავლად არიან (ან იყვნენ და ახლა სხვა გუნდის ღირსებას წარმატებით იცავენ), როდესაც ქმნი არმიას ყველა გენერაი არ უნდა იყოს, რადგან ბრძანების შემსრულებელი აღარავინ დარჩება. გუნდში სადაც თამაშობენ: კასილასი, რამოსი, რონალდო, კაკა და ალონსო, შეუძლებელია ჩამოყალიბდეს ერთსულოვნება. შესაძოა ფეხბურთელებს ყოფნიდეთ იმდენი დიპლომატია, რომ ერთმანეთი ქებით ცაში აიყვანონ, მაგრამ მოედანზე საპირისპირო ჩანს ყველა თავისთვის მოქმედებს და გუნდურად თამაშზე ნაკლებად ფიქრობენ, იგივე დი მარიაც, რომელიც ახლახან შეუერთდა მოურინიოს არმიას და ჯერ კიდევ ბევრი უკლია გენერლობამდე, დამოუკიდებლად ცდილობს მატჩის ბედის გადაწყვეტას. მისასალმებელია, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ცდილობს ინიციატივა აიღოს საკუთარ თავზე და დაშავების ფასად გუნდს მოაგებინოს, მაგრამ ერთ-ერთი თეორიის მიხედვით სამყაროში ყველაფერი ქაოსურად მოძრაობს და ერთ წამიანი პაუზის შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს, ეს პაუზა კი ამ შემთხვევაში მარტივი გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც ჩამოშლის მოწინააღმდეგე გუნდს, ხოლო საკუთარს ქაოსიდან დააძვრენს და სწორ გზას გაუყენებს.

სანამ მე ამ თემაზე ვსაუბრობ შესაძლოა მადრიდის რეალის სუსტი თამაშით გამწარებული პერესი ახალ სამიზნეს არჩევდეს გუნდის გასაძლიერებლად. მაგალითად სესკ ფაბრეგასს, შესაძლოა კუნ აგუეროს ან იქნებ საერთოდ მესის და პიკეს უმიზნებს დონ ფლორენტინო? მისი შესაძლებლობების შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ რატომ ისევ ახალი გაზულუქებული ვარსკვლავები?! რომლებიც ნაკლებად ეცდებიან გუნდის ღირსების დაცვას, რადგან მათ უკვე თავისი საქმე გააკეთეს?! რატომ სესკ ფაბრეგასი, როდესაც კასტილიასი იზრდება ალექს ფერნანდესი? შესაძლოა სესკის დონეზე ვერასოდეს ითამაშოს, მაგრამ გულით მადრიდისტაა და უფრო მეტს დადებს მოედანზე ვიდრე რომეიმე შეძენილი ფეხბურთელი. კასტილიაში ბრწყინავენ მორატა და სარაბია. იქნებ ამ ფეხბურთელებს მისცენ შანსი და მათ მაინც დაამტკიცონ, რომ სამეფო კლუბის აკადემია კატალონიელებისას არაფრით ჩამორჩება!

სამწუხაროა, რომ ამ სტატიას მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების ნაწილი წაიკითხავს და არა მადრიდის რეალის რომელიმე ხელმძღვანელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ესპანეთშიც დაიწერება ერთი-ორი სტატია, იმის შესახებ რომ პერესმა უნდა ჩამოაყალიბოს გუნდი და არა იმპერია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის საყვარელი სამეფო კლუბიც იმ იმპერიების ბედს გაიზიარებს, რომლებიც ერთ დროს შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს, ხოლო დღეს მათი სახელი მხოლოდ ისტორიასღა შემორჩა. პრინციპში აქამდე რეალს ბევრი არც უკლია... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)