პრესის შეფასება

სხვადასხვა პოპულარულმა ჟურნალ-გაზეთებმა თავიანთი ნომრების მთავარ თემას "ელ კლასიკო" აქციეს...


The Independent (UK)

ეს იყო თეატრალური სცენა, რომელშიც მთავარი როლი დანი ალვეშმა ითამაშა და მადრიდი დაღუპა, პეპე მაქსიმუმ ყვითელს იმსახურებდა, წითელ ბარათზე ზედმეტია საუბარი.

Daily Mirror

კლეპერ პეპე არასამართლიანად დაისაჯა, ყველაზე უარესი ყვითელი ბარათის ჩვენება იყო. 62-ე წუთზე მადრიდის "რეალი" განწირული იყო, მსაჯის უაზრო შეცდომის გამო.

Jacopo Gerna, Gazzeta dello Sport (Italy)

პეპეს ძალიან საეჭვო ბარათი აუფრიალეს, რაც სამეფო კლუბის თამაშზე აშკარად აისახა.

L'Equipe (France)

მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ პეპეს წითელი საეჭვო იყო.

Marca (Spain)

მსაჯმა უკვე მეოთხედ დატოვა მადრიდის "რეალი" კატალონიის "ბარსელონასთან"დაპირპირებაში 10 კაცით, პეპეს გაძევება გადამეტებული იყო.

AS (Spain)

იმ მომენტში არა წითელი, არამედ ყვითელი ბარათი იყო საჭირო, პეპეს გაძევებამ ყველაფერი შეცვალა, მსაჯმა საკუთარი საქმე კარგად ვერ შეასრულა.

El Mundo (Spain)

სამეფო კლუბმა კვლავ 10 კაცით დაასრულა შეხვედრა, ალვეშმა ყველაფერი გააფორმა და პეპემ წითელი ბარათი ტყუილად მიიღო.

ABC (Spain)

შტარკმა მადრიდის "რეალი" მოსპო და გზა გაუხსნა "ბარსელონას" ფინალისკენ, ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, გერმანელმა არბიტრმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.

La Gaceta (Spain)

გერმანელმა შტარკმა პეპეს მოქმედება ვერ დაინახა და თეატრალური ნომრის პროვოკაციას წამოეგო, პეპემ მოედანი ტყუილად დატოვა.

El Pais (Spain)

ეპიზოდის დასრულების შემდეგ შტარკს შეეძლო წითელი ბარათი არ ეჩვენებინა, ყვითელი სავსებით რეალური და საკმარისი იყო, მაგრამ მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. dle 10.1

  • Hala
  • 29 აპრილი 2011
  • 6539
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)