4 მატჩი - 4 წითელი ბარათი

ამ ბოლოს დროს წითელი ბარათი "კლასიკოს", მატჩისა კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის განუყრელ ნაწილად შეიქმნა, მსაჯების მხრიდან უკვე ჩვეულებად იქცა მადრიდელთათვის წითელი ბარათის "ბოძება". ყველაფერი კი დაიწყო 2010 წლის 29 ნოემბერს "ნოუ კამპზე".


სერხიო რამოსი
"ელ კლასიკოს" არბიტრის პირველი მსხვერპი გახლდათ მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი და მეორე კაპიტანი სერხიო რამოსი. 2010 წელი, 29 ნოემბერი, "ნოუ კამპი", დამატებითი მესამე წუთი მატჩისა "რეალი" - "ბარსელონა", მადრიდელთა 4-მა ნომერმა ლიონელ მესის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესი, მსაჯმა კი ის წითელი ბარათით "დაასაჩუქრა"

რაულ ალბიოლი
2011 წლის 16 აპრილი. მატჩის 51-ე წუთზე რაულ ალბიოლი მისსავე საჯარიმოში დავიდ ვილას წინააღმდეგ არღვევს თამაშის წესს და... თერთმეტმეტრიანი. არბიტრმა პრინციპულობა გამოიჩინა და რაული მოედნიდან გააძევა.

ანხელ დი მარია
სხვა თანაგუნდელთაგან განსხვავებით დი მარიას პირდაპირ წითელი ბარათი არ მიუღია, ანხელმა ჯერ მატჩის 86-ე წუთზე მიიღო ყვითელი,შემდეგ კი დამატებითი მეორე ტაიმის ბოლო წუთზე დაარღვია თამაშის წესი მესის წინააღმდეგ და მიიღო მეორე ყვითელი ბარათიც. (Barcelona vs. Real Madrid 0 - 1)

პეპე
ყველაზე საკამათო ალბათ მაინც პორტუგალიელი პეპეს გაძევება გახლდათ. გუშინდელი მატჩის მესამოცე წუთზე ის "არღვევს" თამაშის წესს დანიელ ალვეშთან ორთაბრძოლის დროს, თუმცა შემდეგ განმეორებამ ნათლად აჩველა, რომ პეპე საერთოდ არ შეხებია ალვეშს და შესაბამისად არ დაურღვევია თამაშის წესი,მაგრამ მესის ფანმა არბიტრმა,შტარკმა პეპე მოედნიდან გააძევა.

წყარო - ReaL-Fc.Com
dle 10.1

  • MoraTa
  • 28 აპრილი 2011
  • 3889
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)