რაული გენიალურია

მისით ყველა გაოცებულია. როგორც თანაგუნდელები, ისე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები. "რაული დიდებულია, ის ფანტასტიური ფეხბურთელია" – ეს განაცხადა "ციურიხთან" მატჩის გმირმა კრისტიანო რონალდომ. "გოლის გატანასთან ერთად, მოტივაციასაც სძენს ყველას. ის ნამდვილი კაპიტანია" – ეს სიტყვები უკვე "ციურიხის" ფეხბურთელ იოჰან ფონლანტენს ეკუთვნის. "დიდი პატიცია ითამაშო ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორიც რაული და კრისტიანო რონალდოა" – ეს სიტყვები კი ბრაზილიელ კაკას ეკუთვნის.


კაპიტანმა გაიტანა თავისი 65–ე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და უფრო გაასწრო თანაგუნდელ რუუდ ვან ნისტელროის, რომელსაც 56 გოლი აქვს გატანილი.

იცოდით, რომ...

... ეს გოლი გახდა 318 რაულისთვის "რეალის" შემადგენლობაში

...ეს არის 255–ე ოფიციალური მატჩი, სადაც რაული იტანს გოლს

გუშინ "რეალს" ჰქონდა ფანტასტიური დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს მადრიდელებმა ასე კარგად ჩემპიონთა ლიგა 1997 წლების სეზონში დაიწყეს. მაშინ განადგურებულ იქნა "როსენბორგი" 4:1. უკანასკნელ წლებში მადრიდელებს ცუდი სტარტი ჰქონდათ. "რეალი", რომელიც ვერ ახერხებდა 1/8 ფინალში გასვლას, სასტარტო მატჩებში შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

2004 წელს "სამეფო კლუბი" დამარცხდა "ლევერკუზენთან" 3:0; 2005 წელს მორიგი კრახი "ლიონთან" – 3:0; 2006 წელს ამავე მატჩის გამეორება – 2:0. მხოლოდ ბოლო ორი წელიწადია "რეალი" დადებითად იწყებს ტურნირს: "ვერდერთან" მოგება 2:1 და 2:0 "ბატესთან" გასულ სეზონში.

ერთადერთი, რომელმაც დაღი დაასვა გუშინდელ თამაშს იყო ხაბი ალონსოს ტრავმა. ბასკმა ნახევარმცველმა დაიზიანა მარჯვენა ფეხის წვივი და იძულებული გახდა დაეტოვებინა მოედანი. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ტრავმა არ იქნება სერიოზული, მაგრამ დიაგნოზი ჯერ არაა ცნობილი. ტრავმის მორჩენის სავარაუდო ვადად 10 დღე სახელდება.

"მე გახარებული ვარ გამარჯვებით. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გავიტანეთ 5 გოლი, ვიდრე გავუშვით ერთი კუთხურიდან"–აცხადებს პელეგრინი. გუნდი დღითიდღე უკეთესად თამაშობს. საუკეთესო გრძნობაა, როცა ასეთი ფანტასტიური გუნდის მწვრთნელი ხარ". მოწინააღმდეგეზე პელეგრინიმ შემდეგი განაცხადა: "მოწინააღმდეგე მოტივირებული იყო და უხეშობდა. ალონსოს ტრავმას თუ არ ჩავთვლით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

"რეალმა" კონტრაქტი გაუწყვიტა ფიზმომზადების მწვრთნელ ვალტერ დი სალვოს. ის გუნდში მუშაობდა 2003/04 და 2007 წლიდან დღემდე.


ინფორმაციის წყარო: Elpais. com dle 10.1

  • faqo
  • 17 სექტემბერი 2009
  • 1832
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)