ვალდანო კლასიკოზე

ხორხე ვალდანომ საკუთარი აზრი გამოთქვა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით.


ხორხე ვალდანოს აზრით, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დღეს, ფინალში გასვლა/არ გასვლის საკითხი "კამპ ნოუზე" გადაწყდება: "ეს შესანიშნავი საღამო იქნება, თავისი ყველა შემადგენელი ელემენტით. მიუხედავად შედეგისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ კვირაში განმეორებითი შეხვედრა გველის "კამპ ნოუზე" და ყველაფერი სწორედ იქ გადაწყდება.

ვალდანოს ესმის , რომ თამაშამდე დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს: "ნერვიულობა, დაძაბულობა ყოველ საათს მატულობს და ეს მხოლოდ ნახევარია იმისა, რაც თამაშის დროს გველის." მას ასევე ესმის პეპ გვარდიოლას რეაქცია , რომელიც მან გუშინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე გამოავლინა: "40 წელია, რაც ფეხბურთში ვარ და ყველაფერი კარგად მესმის. ამასთან დაკავშირებით მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაზე კონცენტრირებაა. ყველაფერი მოედანზე უნდა გაირკვეს".

"ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ისინი საკმაოდ ახალგაზრდები და ჯან–ღონის სავსენი არიან. ეს კი გვაძლებს საშუალებას მომავალს ოპტიმისტურად შევხედოთ."–განაცხადა ვალდანომ El Mirador de Punto Radio–სთან ინტერვიუსას.

არგენტინელს ასევე შესანიშნავად ესმის, რომ "მადრიდის რეალი" ჯერ კიდევ შენების პროცესშია: "ჩვენ გვახსოვს 5:0 "კამპ ნოუზე" ეს "ბარსელონას" საღამო იყო. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ "მადრიდის რეალს" მხოლოდ საფუძველი ეყრებოდა. შენება დღესაც გრძელდება."


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 27 აპრილი 2011
  • 1982

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (196)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)