ვინ ყიდულობს ტიტულებს?

ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ყველაზე გავრცელებულია ის აზრი, რომ "მადრიდის რეალი" ტიტულებს ყიდულობს. მაშინ როცა "ბარსელონა" ამას შედარებით კი არა და საგრძნობლად მცირე დანახარჯებით აკეთებს.


თუ დავუკვირდებით შემადგენლობებს და ვინები თამაშობენ ამა თუ იმ კლუბში, ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას. DailyMail–ი იუწყება, რომ სხვა კლუბებისგან განსხვავებით, "ბარსელონა" არ ყიდულობს ვარსკვლავებს, არამედ ზრდის მათ. მის რიგებში გამოდიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბუსქეთსი, ხავი, ინიესტა, ვიქტორ ვალდესი, მესი და ა.შ. ეს ფეხბურთელები აქ პატარაობიდან თამაშობდნენ. თითოეული მათგანი ამჟამად ნამდვილი ვარსკვლავია.

სხვა მხრივ, "მადრიდის რეალს" შეუძლია დაიკვეხნოს მხოლოდ ერთი საკუთარი აღზრდილით, როგორიც იკერ კასილასია. სხვა დანარჩენი კი გარეშე კლუბებიდან საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ არიან მოსულები.

სწორედ ამიტომაც არის გასაკვირი ESPN–ის მიერ ჩატარებული ფინანსური კვლევა, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ, რომ "ბარსელონა" საკუთარ ფეხბურთელს საშუალოდ იმაზე მეტს უხდის, ვიდრე "მადრიდის რეალი".

ეს ბადებს კითხვას: "სინამდვილეში ვინ ყიდულობს ტიტულებს?"

თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ: "მოიცა, ფეხბურთის სატრანფერო პოლიტიკას რომ გადავხედოთ, "მადრიდის რეალი" "ბარსელონას" აშკარად "ჩაგრავს" და ის 330 000 ფუნტი (სწორედ ამდენით მეტს უხდის "ბარსელონა" საკუთარ ფეხბურთელს "მადრიდის რეალთან" შედარებით) არაფერი მოსატანია." ესეც სიმართლეა. ასეა თუ ისე, აზრს მოკლებული არც ის მოსაზრებაა, რომ "ბარსელონა" ყიდულობს ტიტულებს და არც ის, რომ ამას "მადრიდის რეალი" აკეთებს.

ფაქტია ისიც, რომ საფეხბურთო ისტორიაში 15 მეგატრანსფერთა სიაში 4 "მადრიდის რეალის" მიერაა განხორციელებული და ორი კიდე "ბარსელონასი". "ბლანკოსებმა" კრიშტიანო რონალდუში 80 მლნ. ფუნტი გადაიხადეს, ამის საპირისპიროდ კი სულ რაღაც 25 მლნ. ფუნტით ნაკლები გადაიხადა "ბარსელონამ" ზლატან იბრაგიმოვიჩში.

ბოლოსკენ კი გთავაზობთ ESPN–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რამდენს ხარჯავს საშუალოდ ერთ ფეხბურთელზე ესა თუ ის კლუბი ერთი წლის და ერთი კვირის მანძილზე:


1 "ბარსელონა" – $7 910 737 (წლიურად) და $152 130 (ერთ კვირაში)

2 "მადრიდის რეალი" - $7 356 632 (წლიურად) და $141 474 (ერთ კვირაში)

3 "ნიუ იორკ იანკისი" -$6 756 301 (წლიურად) და $129 929 (ერთ კვირაში)

4 "ლოს ანჯელეს ლეიკერსი"- $6 540 690 (წლიურად) და $125 782 (ერთ კვირაში)

5 "ორლანდო მეჯიქი" - $6 367 114 (წლიურად) და $122 445(ერთ კვირაში)

6 "ჩელსი" - $6 020 741 (წლიურად) და $115 783(ერთ კვირაში)

7 "მილანის ინტერი" - $5 999 643 (წლიურად) და $115 378(ერთ კვირაში)

8 "ბოსტონ რედ სოქსი" - $5 991 203 (წლიურად) და $115 215(ერთ კვირაში)

9 "დენვერ ნაგეთსი" - $5 990 174 (წლიურად) და $115 196(ერთ კვირაში)

10 "მანჩესტერ სიტი" - $5 863 585 (წლიურად) და $112 761(ერთ კვირაში)


ვინ ყიდულობს ტიტულებს?



წყარო: ESPN
dle 10.1

  • shvela
  • 27 აპრილი 2011
  • 3521

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)