კარგი დასაწყისი, წარმატების საწინდარია...

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართა.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ლეტცინგრუნდის" არენაზე სამეფო გუნდის ბენეფისი შედგა.მადრიდელებმა უმოწყალოდ დასცეს შვეიცარიელები (2-5).


ბოლო 10 წლის განმავლობაში "ბლანკოსს" ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი სტარტი არ ჰქონია.მხოლოდ შორეულ 1997 წელს მადრიდელებმა ლიგის პირველ შეხვედრაში "როსენბორგს" მოუგეს 4-1, ხოლო რაც შეეხება 2004 წლისა და 2005 წლის ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის დასაწყის, აქ "თეთრებმა" საერთოდ კრახი განიცადეს.პირველ შემთხვევაში "ლევერკუზენმა" გაგვანადგურა 3-0, ხოლოდ მეორე შემთხვევაში "ლიონმა" დაგვჯაბნა 2-0.

გასული სეზონის სტარტზე კი ზედიზედ ორი გამარჯვება დავაფიქსირეთ.ჯერ "ვერდერთან," ხოლო შემდეგ "ბატესთან," თუმცა არცერთჯერ გუნდს ისეთი თამაში არ უჩვენებია, როგორიც ეს "ციურიხთან" გააკეთა.მადრიდელებს მომდვენო მატჩში "ს"-ი ჯგუფში 30 სექტემბერს აქვთ.პელეგრინის ბიჭები საშინაო კედლებში მიიღებენ "მარსელის ოლიმპიკის" ფეხბურთელებს.იმედია ჩვენები შემართებას შეინარჩუნებენ და არც ფრანგერის ბარიერით დაბრკოლდებიან.
კარგად ვიცით, რომ 21 ოქტომბერსა და 3 ნოემბერს "მილანთან" გვაქ ორმატჩიანი დეული და თუ "ბერნაბეუზე" 30-ში 3 ქულას ავიღებთ, "როსონერისთან" მატჩის წინ კარგ განწყობას შევიქმნით.იტალიელებთან დუელის შემდეგ კი "რეალი" 25 ნოემბერს "ციურიხს" მიიღებს შინ, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას მარსელის "ველოდრომზე" 8 დეკემბერს ჩაატარებს.

იმედია, სამეფო გუნდი ჯგუფურ ეტაპს პირველი ნომრის პოციზიაზე დაასრულებს, რაც ერთობ მნიშნელოვანია (შეგახსენებთ, რომ თუ გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გავა, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა შედარებით სუსტ მეტოქესთან მოუწევს).

მინდა გითხრათ, რომ 1997 წელს "რეალის" ბრწყინვალე სტარტი, ბოლოს ლიგის მე-7 თასის აღებით დასრულდა.სწორედ ამიტომ შევურჩიე ამ სტატიას ზემოდხსენებული სათაური. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)