მოურინიო: "ფავორიტი არ არსებობს"

ჟოზე მოურინიოს მატჩის წინა პრესკონფერენცია.


"რთული ორი მატჩი გველის წინ "ბარსელონას" წინააღმდეგ. არანაირი ფავორიტი წყვილში არ არსებობს. "ბერნაბეუზე" შესანიშნავად ვითამაშეთ. ასევე, მოვიგეთ კოპა დელ რეიც, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს უმაღლესი დონის სპეციალისტთან და გუნდთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველა მატჩს თავისი დატვირთვა აქვს ისტორიულად. გუნდი ყოველთვის დაბალანსირებას სცდილობს და გამოსდის კიდეც. ახლა ჩვენი გუნდი დასვენებულია. მზად ვართ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისათვის."

"არ ვიცი "ბარსელონა" როგორაა ახლა მორალურად, თუმცა ჩვენი შემართება და მორალური მხარე ზუსტად ისეთია, როგორიც კოპა დელ რეის ფინალის წინ იყო. თასის მოგება ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩვენ ამ მატჩის შემდეგ "ვალენსიასთვის" მოგვიწია მომზადება, რაც თავის მხრივ ფინალის ტოლფასი გახლდათ. წელს "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის "ბერნაბეუზე" მოგება არ შეუძლია. ეს ფინალი "უემბლიზეა." სტადიონზე, სადაც მათ ერთხელ უკვე მოიგეს ჩემპიონთა ლიგა."

მოურინიო: "ფავორიტი არ არსებობს"


"ორ მატჩიან დაპირისპირებაში ფავორიტი არ არსებობს. დაპირისპირებული გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ და რა თქმა უნდა, ორივე გუნდი მოგებას შეეცდება. "შალკე"-"მანჩესტერის" დაპირისპირებაშიც მე ფავორიტს ვერ ვხედავ."

"ფავორიტის რანგში "კამპ ნოუზე" ჩასვლა ძალიან რთული იქნება. ჩვენ დავამარცხეთ "ტოტენჰემი" დიდი ანგარიშით პირველივე მატჩში, თუმცა "ტოტენჰემი" არ არის "ბარსელონა." ფრე ძალიან ცუდი ანგარიში იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი საგოლე მომენტი და ვერ მოვახდენთ მათ რეალიზაციას."

მოურინიო: "ფავორიტი არ არსებობს"


"მსაჯობაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ახალ ციკლში შევდივართ, რადგან აქამდე ორი ტიპის მწვრთნელები გამოირჩეოდნენ: ჩუმი მწვრთნელები, რომელნიც არ საუბრობდნენ მსაჯობაზე და მათ დაშვებულ შეცდომებზე და მეორე ტიპის მწვრთნელები, როგორიც მე ვარ. ყოველთვის ვაკრიტიკებ მსაჯებს, თავიანთი დაშვებული შეცდომების გამო. როგორც გითხარით, ჩვენ ახლა ახალ ერაში შევდივართ, რომელიც გვარდიოლას შექმნილია. ეს არის მესამე ჯგუფი. ის ერთადერთია, რომელიც აკრიტიკებს მსაჯის სწორად ნამოქმედარს. ასეთი რამ არასოდეს მინახავს."

"მე ჩვეულებრივი მოტივატორი ვარ. პირველ რიგში, უნდა გავამხნევო ჩემი თავი და შემდეგ მოთამაშეები. კოპა დელ რეის ფინალის წინ მე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი აინშტაინის გამონათქვამი: "არსებობს მამოძრავებელი ძალა. უფრო ძლიერი, ვიდრე: ორთქლი, ელექტროენერგია და ატომური ენერგია..." რამდენიმე ხნის უკან, ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩავწერე, სადაც განვაცხადე, რომ მე ვარ ზუსტად ის მწვრთნელი, რომელმაც წააგო "ბარსელონასთან" 5-0. მე მიყვარს ბევრი მუშაობა და ასევე, ვარ ადამიანი, რომელიც დიდ დროს უთმობს სხვა ადამიანების დახმარებას."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 26 აპრილი 2011
  • 3754

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (193)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)