პედრო როდრიგესის ინტერვიუ

დღეს კატალონიის "ბარსელონის" თავდამსხმელმა პედრო როდრიგესმა თავსი ინტერვიუში განაცხადა, რომ წინ გველის ნამდვილი "კლასიკო".


ალბათ სასიამოვნოა, როცა "ბარსელონას" ფორვარდი ხართ...

დიახ, ეს ნამდვილად ასეა. შეუძლებელია არ გინდოდეს ისეთ კლუბში თამაში, როგორიცაა კატალონიის "ბარსელონა". "ბლაუგნარაში" შესანიშნავი და შესაშური ატმოსფეროა, რაც წარმატების მთავარი წყაროა.

პეპ გუარდიოლა თქვენ გენდობათ, რით არის გამოწვეული ეს?

ალბათ იმით, რომ ბევრს ვშრომობ. ჟოზეპს შეუძლია ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მონდომებულია, აქციოს ნამდვილ სუპერ–ვარსკვლავად. გუარდიოლა ყველას აძლევს შანს და შესაბამისად მასთან თავის გამოჩენა გაცილებით ადვილია, ვიდრე ეს სხვა დროს იყო.

ვის მიიჩნევთ გუნდის ლიდერად?

თითოეული ფეხბურთელი მართლაც, რომ გამორჩეულია და დამსახურებულად იკავებს ადგილს გუნდში. "ბარსელონას" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, თუმცა ხავისა და ინიესტას ამაგი ძალიან დიდია, რის გამოც მათ უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ სხვა ფეხბურთელების დავიწყებაც არ შეიძლება.

ძალიან ცოტა დრო რჩება "რეალთან" გასამართ შეხვედრამდე და ალბათ ნერვიულობაც პიკს აღწევს...

დიახ, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ვიცით გულშემატკივრების ფასი და მათი დაღალატება არ შეიძლება, ვინაიდან ისინი უდიდეს როლს თამაშობენ კლუბის წარმატებაში. თითოეული ჩვენთაგანი ამაყობს, რომ "ბარსელონას" ჰყავს ამგვარი გულშემატკივრები. დაძაბულობა კი მართლაც პიკს აღწევს. სეზონი გადამწყვეტ და უმნიშვნელოვანეს ფაზაში შედის, რაც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

რას იტყვით "სამეფო" კლუბზე?

მათი თავდადება დასაფასებელია. "მერენგები" დალაგებულ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, ეს კი "თეთრების" ერთ–ერთი გამორჩეული და იშვიათი თვისებაა. მათ იციან, თუ როგორ გაუმკვლავდნენ მეტოქეს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და არაფერს დავთმობთ, რათა დავამარცხოთ ჟოზე მოურინიოს შეგირდები, ვინაიდან დასაკარგი ნამდვილად არაფერი გვაქვს.

ვის გამოარჩევდით მადრიდელთაგან?

"ლოს ბლანკოსის" ყველა ფეხბურთელი გამორჩეულია, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ, ჩაბი ალონსო და იკერ კასილასი უდაოდ საუკეთესონი არიან, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მოთამაშეები.

გჯერათ გამარჯვების?

გამარჯვების რა თქმა უნდა გვჯერა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც სახელად ჰქვია "ბარსელონა" – ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

თუმცა თქვენ თამაშობთ "სანტიაგო ბერნაბეუზე"...

ეს არენა იდეალურია ყოველმხრივ, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმება. "რეალის" გულშემატკივრები ერთგულები და აქტიურები არიან, რაც ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც კლუბზე მეტია. კატალონია სწორედ "ბარსელონით" ცოცხლობს, რაც ერთგვარ სტიმულს გვმატებს.

მოტივაცია ცხადია არ გაკლიათ...

დიახ, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია. განსხვავებული ვითარება არც "ლოს ბლანკოსშია". წინ ნამდვილი "ელ კლასიკო" გველის, სადაც დათმობაზე არც "რეალი" და არც "ბარსელონა" არ წავა. შევეცდებით ვითამაშოთ სწრაფი, ლაღი, სუფთა და სანახაობრივი ფეხბურთი.

ინფორმაციის წყარო: Sport.es dle 10.1

  • tata
  • 26 აპრილი 2011
  • 3616

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)