მოურინიო: "მატჩს სერიოზულად მივუდექით"

ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.


"ფეხბურთელმა შეიძება კონცენტრაცია დაკარგოს ისეთი დიდებული მატჩების შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ, თუმცაღა ეს ასე არ მოხდა. მატჩს ძალიან სერიოზულად მივუდექით და 3 ქულაც მოვიპოვეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა ჩემპიონობისათვის."

"რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ დავმარცხდით "სპორტინგთან", მაგრამ ეს მწუხარება, რა თქმა უნდა, დავძლიეთ და ახლა ყველანი თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. თუკი სეზონს კარგად დავასრულებთ, ეს მომავალი სეზონის კარგად დაწყებაში დაგვეხმარება. თუ "ბარსელონა" ლა ლიგის გამარჯვებული გახდება, მაშინ ეს იქნება განპირობებული მათი მოპოვებული ქულებითა და კარგი თამაშით და არა ჩვენი დაკარგული ქულებით."

"კაკამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. იგი ისეთ პოზიციაზე იმყოფებოდა, სადაც ყველაზე კარგად გამოუვიდა თამაში. ჩვენ გვჭირდება კაკა, მას კი ჭირდება თავდაჯერებულობა, რომელიც ამ მატჩისგან მიიღო. ხალხი დაინახავს, თუ როგორ არაჩვეულებრივად დაიწყებს კაკა შემდეგი სეზონიდან თამაშს. ასევე, დაინახავენ მის დიდ ნიჭს. მე ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. არამარტო იმიტომ, რომ ფორმას უბრუნდება, არამედ იმიტომაც, რომ მისი ქალიშვილი სულ რამდენიმე დღეში დაიბადება."

"ჩვენ ხვალ "ვალდებებასზე" შევიკრიბებით, მაგრამ არ ვივარჯიშებთ და არ ვიფიქრებთ ფეხბურთზე. ჩემპიონთა ლიგისათვის მომზადება ორშაბათიდან დაიწყება."

"ნაჩოს დებიუთი დღეს შედგა და ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვეტერანი ფეხბურთელი თამაშობდა. სწორედ ეს არის რაც მე მჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელებისაგან - ფსიქოლოგიური სიძლიერე."

წყარო: Www.Realmadrid.Com dle 10.1

  • Nishni
  • 23 აპრილი 2011
  • 2964
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)