Bienvenido a bordo, pirata!

მიდიოდა 2008 წლის ესპანეთის თასის ფინალი."ვისენტე კალდერონზე" "ლურჯ" მაისურში გამოწყობილი გულშემატკივრებისათვის, ისე არ მიდიოდა ყველაფერი, როგორც საჭიროა.აღნიშნულ წელს "ხეტაფეს" მეტოქე ფინალურ შეხვედრაში გახლდათ არა "სევილია," არამედ კუმანის "ვალენსია."ჰოლადიელი სპეცილისტისათვის თასის მოპოვება ძალიან მნიშნელოვანი იყო.ის ამით, კრახით ჩატარებულ ლა ლიგის სეზონს ფარდას ჩამოაფარებდა, მაგრამ...


პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა."ღამურების" კარში დანიშნულ თერთმეტ მეტრიანს, ესტებან გრანერომ გოლი არ დააშურა.მადრიდელმა კანტერანოსმა გუნდის წინ გაყვანა უცნაური ჟესტით აღნიშნა (მარცხენა ხელი მიიდო მარცხენა თვალზე).შემდეგში გაირკვა, რომ ესტებან გრანერო მოლინა იმ გოლის შემდეგ "პირატად" იქცა.ესპანური საფეხბურთო სამყარომ არ დააყოვნა და ახალგაზრდა მოთამაშე "Bienvenido a bordo, pirata!"-დ შერაცხა.

"2009 წლის ზაფხულის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი ჩემს მომავალზე.ხმები იყო, რომ "რეალის" ბოსები მშობლიურ გუნდში გადამიყვანდნენ, მაგრამ სანამ ეს არ მოხდა, მანამდე ვერ ვისვენებდი.სამეფო გუნდში დაბრუნების შემდეგ, გავიაზრე, რომ აქ ჩემზეა დამოკიდებული, ვითამაშებ თუ არა ძირითადში.მოხარული ვარ, რომ კლუბმა ჩემზე შეაჩერა არჩევანი.ქომაგებს ვპირდები, მე გავამართლებ" - ამონარიდი გრანეროს "ბლანკოსში" დაბრუნების შემდეგ, მიცემული ინტერვიუდან.

ნებისმიერი პირატი, რომელიც ჯერ ნავით "მოქმედებს," მიზნად დასახული აქვს "გალეონზე," მსოფლიოში ყველაზე დიდ გემზე, მოხვედრა.ჩვენს რეალობაში, "გალეონი" სწორედ მადრიდის "რეალია."გუნდს სჭირდება "პირატები," რათა მიზანდასახულობა რეალობში მოიყვანოს.შარშანდელი კატალონიური შტორმის შემდეგ, ნამდვილად საჭიროა "ელ პირატების" მოყვანა გუნდში.2009-2010-ის სეზონი მადრიდული "ხომალდისათვის" წარმატებული უნდა იყოს.ყოველშემთხვევაში ახალი "ეკიპაჟის" მოსვლა, წარმატების საწინდარი ნამდვილად არის.

კვლავ გადავერთოთ "ელ პირატოზე" და გადავხედოთ ამონარიდს ინტერვიუდან: "როდესაც ლეგენდარული ბერნაბეუს გადაჭედილი ტრიბუნები შენს სახელს სკანდირებ, ეს არის რაღაც არაბუნებრივი.მე ასეთ დროს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.იმასაც ვხვდები, რომ ეს ჩემთვის სტიმულია და ამაზე შეჩერება არ შეიძლება."ჩამარტინის" გულის მოგება ადვილი საქმე სულაც არ არის."

იყო გრანერო, ნიშნავს, გახდე "რეალის" ქომაგების კუმირი 22 წლის ასაკში.მადრიდელი "ინჩასების" აპლოდისმენტების მოპოვებას სულაც არ სჭირდება შენში გადახდილი 93 მილიონი და პერის ჰილტოლთან ერთად გადაღებული სურათები."ელ პირატო" ნამდვილი პროფესიონალი და "ბლანკოსის" ყველაზე საიმედო კანტერანოსია.ესტებანი დაბალ ანაზღაურებასაც დათანხმა იმის გამო, რომ "რეალში" ეთამაშა.მისი დაბრუნება, მეტწილად მისი ნამდვილი მეგობრის, რუბენ დე ლა რედის, ჯანმრთელობის მდგომარეობად გამოიწვია.

"ჩვენი საფეხბურთო სკოლა კარგ მოთამაშეებს უშვებს, თუმცა იშვიათია შემთხვევა, რომ ფეხბურთელმა პირველ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.ხშირად კანტერანოსები ჯერ სხვა გუნდებში სინჯავენ ძალებს, ხოლო იქ წარმატების შემთვევაში მათი და მშობლიური კლუბის გზები, ისევ იკვეთება" - დასძინა გრანერომ, რომლის დებიუტი ლა ლიგაზე შედგა "ხეტაფეს" რიგებში 2008 წლის 7 სექტემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ.მაშინ მადრიდული გუნდის ახალწვეული მოედანზე 57 წუთზე შემოვიდა და 4 წუთში წითელი ბარათი მიიღო.

ვიმედოვნებ, რომ ესტებან გრანერო მოლინა კვლავ გააგრძელებს პროგრესირებას და ახალი ტიტულების მოპოვებას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)